შავი ქლიავის ჩირი – საუკეთესო პროდუქტია წასახემსებლად: ის გემრიელია, ძვირი არ ღირს და უსაფრთხოა წონისთვის.
მაგრამ იცოდით, რომ ქლიავი თქვენი ყოველდღიური რაციონის აუცილებელი შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს? და აი, რატომ.
რითია სასარგებლო შავი ქლიავის ჩირი?
ტეხასის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს გამოკვლევა, რომელიც მსხვილი ნაწლავის კიბოს გამომწვევ მიზეზებს ეხებოდა. კვლევის განმავლობაში გაირკვა: ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც კოლორექტალურ კიბოს იწვევს – ნაწლავის მიკროფლორის დისბალანსია.
ამ პრობლემის გადაჭრის ძიებაში სხვადასხვა პროდუქტის თვისებები შეისწავლეს. შედეგად, დადგინდა, რომ შავი ქლიავის ჩირი, ასევე, ქლიავის სხვა ჯიშების ჩირი ამ საკითხში საუკეთესოა. იმისათვის, რომ ეს აღმოჩენა დაემტკიცებინათ, მეცნიერებმა ჩირი საცდელი ვირთხების ყოველდღიურ რაციონში ჩართეს.
მოგვიანებით მეცნიერებმა დაადგინეს, რომ შავი ქლიავის ჩირმა საცდელი მღრღნელების ნაწლავის მიკროფლორა სრულიად შეცვალა, გაიზარდა ბაქტერიების - Bacreriodetes-ის კონცენტრაცია და შემცირდა Firmicutes-ი. ამასთან, კიბოს გამომწვევი აბერანტული კრიპტების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა.
საბოლოო ჯამში, სპეციალისტებმა დაადგინეს: შავი ქლიავის ჩირი – მსხვილი ნაწლავის კიბოს უძლიერესი პროფილაქტიკაა და ის შეიყვანეს ყველაზე მძლავრი ანტიოქსიდანტური თვისებების მქონე პროდუქტების სიაში.
პროფილაქტიკისთვის ყოველდღიურად უნდა მიირთვათ 3-დან 6-მდე შავი ქლიავის ჩირი.