სახლის პირობებში დამზადებული ეს ძალზე ეფექტური საშუალება დაგეხმარებათ ნახეთქების, ე.წ. სტრიების სამუდამოდ მოცილებაში.
ინგრედიენტები:
• 1 ს.კ. შაქარი
• 1 ს.კ. აბუსალათინის ან ზეითუნის ზეთი
• ნახევარი ლიმონის წვენი
• Е ვიტამინი (1 კაფსულა)
მომზადების წესი:
1. კარგად მოურიეთ ყველა ინგრედიენტი.
2. წრიული ნაზი მოძრაობით წაისვით მიღებული მასა დაზიანებულ კანზე და კარგად შეიზილეთ.
3. პრობლემურ ზონებში სისხლის ცირკულაციის გასაუმჯობესებლად, უმჯობესია, მასაჟის ჯაგრისი გამოიყენოთ.
4. ჩაატარეთ ეს პროცედურა ყოველდღიურად 2-3 წუთის განმავლობაში, 2 კვირის შემდეგ კი იდეალურ შედეგს მიიღებთ.