ქალისთვის თმა სილამაზის ერთ-ერთი კრიტერიუმია. არასათანადო მოვლა, ქიმიური დამუშავება, სტრესი და არასწორი კვება თმაზე სავალალო შედეგს იწვევს. თმა ხდება მტვრევადი, თხელი, უსიცოცხლო. თუმცა გამოსავალი არსებობს და ეს ჯადოსნური შამპუნია.
1 ფლაკონი წყალხსნარი;
50 მლ აბუსალათინის ზეთი;
30 მლ ჭინჭრის წვეთები (იყიდება აფთიაქში);
"ბე" ვიტამინის 2 ამპულა;
100 მლ თმის პანთენოლი.
მომზადება: შეიძინეთ ჭინჭრის შამპუნი და ყველა ზემოჩამოთვლილი ინგრედიენტი მასში შეურიეთ.
ეს არის ვიტამინების ბომბი თქვენი თმისთვის.
ჭინჭარი - აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას;
პანთენოლი - შეიცავს პანთელონის მჟავას, ეხმარება თავის კანს რეგენერაციაში;
"ბე" ვიტამინის ამპულა - აძლიერებს და კვებას თმას;
აბუსალათინის ზეთი - "ე" ვიტამინით მდიდარი, თმისთვის სასარგებლო ნივთიერება. შეიცავს ანტიოქსიდანტს, რომელიც აუმჯობესებს თმის ძირისა და თავის კანის მდგომარეობას, იცავს მათ თავისუფალი რადიკალებისგან.
გამოყენებამდე შამპუნი კარგად შეანჯღრიეთ. მცირე რაოდენობა კარგად შეიზილეთ თმაში და გაიკეთეთ თავის მასაჟი, რათა გაუმჯობესდეს სისხლის მიმოქცევა. შამპუნი თმაზე ცოტა ხნით გაიჩერეთ, შემდეგ კარგად ჩამოიბანეთ. შეგიძლიათ გამოიყენოთ თმის ნიღაბი ან კონდიციონერი.
თუ მშრალი თმა გაქვთ, ჭინჭრის წვეთი, ნაცვლად 30-ისა, 15 წვეთი გამოიყენეთ, რადგან თქვენი შამპუნი კიდევ უფრო გამოგიშრობთ თმას.