სათქმელად ადვილია, მაგრამ ზოგისთვის დალევის შეწყვეტა სიცოცხლის შეწყვეტას უდრის. თუმცა ალკოჰოლზე უარის თქმა ახალი ცხოვრების პერსპექტივას გისახავთ.
აი, 10 მიზეზი, რის გამოც დალევაზე უარი უნდა თქვათ.
1. დაიმახსოვრებთ ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებს
თუ ისე თვრებით, რომ წინა დღეს მომხდარი ამბები აღარ გახსოვთ, წარმოიდგინეთ, რამდენ რამეს გამოაკლდით. მეგობრებთან ერთად ერთი-ორჯერ უგონოდ დალევა და მხიარული ღამისთევა კარგია, მაგრამ ნუ აქცევთ ამას ცხოვრების წესად.
2. არ გაგეღვიძებათ ნაბახუსევით
თუ არ დალევთ, ნაბახუსევზე საცივში თავჩარგულს არ გაგეღვიძებათ. არ დაკარგავთ დღეს აზრზე მოსასვლელად. შეგეძლებათ უქმეებზე სეირნობა და სიამოვნების მიღება. ჩახედეთ სიმართლეს თვალებში, ცხოვრება ისედაც ხანმოკლეა და ნუ დაკარგავთ მას სისულელეზე. ცხოვრება იმაზე საინტერესო უნდა იყოს, ვიდრე დალევა და ნაბახუსევია.
3. უნიტაზში არ ჩაუშვებთ ზედმეტ ფულს
დაითვალეთ, რამდენ ფულს ხარჯავთ ბარში კოქტეილებზე საკუთარი თავისა და ხშირად დაქალებისთვისაც. არადა, ამ ფულს თუ მოაგროვებდით, ღირებულ ნივთს შეიძენდით ან დააბანდებდით.
4. თქვენი პრობლემები - რეალური პრობლემებია
ნუ ეცდებით მწუხარების სასმელში დახრჩობას, ასე არ მოხდება, გამოფხიზლებული კი აღმოაჩენთ, რომ კიდევ უფრო დამძიმებულ სიტუაციაში ხართ. სასმელი ვერ დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. ის გაურკვეველი ვადით გადაგივადებთ მისი მოგვარების შესაძლებლობას.
5. დაგისუსტდებათ იმუნიტეტი
ექიმებმა იციან, რომ ალკოჰოლი ასუსტებს იმუნურ სისტემას. თუ დალევას შეეშვებით, ცოტა ხანში თავს გაცილებთ ძლიერ და ჯანმრთელ ადამიანად იგრძნობთ.
6. დაკარგავთ მეგობრებს სიმთვრალის გამო
გახსოვთ, როგორ იქცევით სიმთვრალეში, რას აკეთებთ ან ამბობთ? ალკოჰოლი გეხმარებათ, რომ გაიფუჭოთ ურთიერთობა ახლობლებთან.
7. აღმოჩენები სიფხიზლეში
ნუთუ გართობას ისე ვერ შეძლებთ, რამდენიმე ბოკალი მარტინი რომ არ დალიოთ?.. მიიღეთ სიამოვნება სიფხიზლისგან, გაიცანით ახალი ადამიანები, იცეკვეთ, იმხიარულეთ და მიხვდებით, რომ ცხოვრება ალკოჰოლის გარეშე უფრო საინტერესოა.
8. გაიგებთ გარშემო მყოფების თქვენდამი რეალურ დამოკიდებულებას
როცა შეჟუჟუნებული ხართ, გარშემო ყველა საყვარელი და მხიარულია. სიფხიზლეში კი კარგად შეძლებთ გარშემო მყოფების გაცნობას და ნახევარზე მეტ ადამიანს მშვიდობიანად ჩამოსცილდებით.
9. მიიღებთ სიამოვნებას საკუთარი თავისგან
ფხიზელი უკეთესად გაიცნობთ საკუთარ თავს. მიხვდებით, რომ იმაზე უკეთეს სამყაროში ცხოვრობთ, ვიდრე ნასვამს გეგონათ.
10. გაახალგაზრდავდებით
Huffington Post-ი წერს, რომ ალკოჰოლი საზიანოა თქვენი ღვიძლისთვის. ზიანდება ორგანო, რომელიც გამოდევნის შხამებს ორგანიზმიდან, ფილტრავს სისხლს. როგორც კი ალკოჰოლურ დამოკიდებულებას თავს დააღწევთ, დაიბრუნებთ ახალგაზრდობას.