შაქრის დიდი ოდენობით მოხმარებისას ორგანიზმი იყენებს მხოლოდ იმას, რაც მისთვის საჭიროა ენერგიის ასამაღლებლად, იმ დროს, როცა დანარჩენი ნაწილი ცხიმის სახით ინახება.
გთავაზობთ 3-დღიან დიეტას, რომლის დახმარებითაც არა მხოლოდ დაიკლებთ წონაში, არამედ გაიუმჯობესებთ ჯანმრთელობის მდგომარეობას. ასევე, მისი წყალობით იკლებს ტკბილეულისკენ მიდრეკილება.
მაშ ასე, დიეტა, რომელიც ორგანიზმიდან შაქრის გამოდევნაში და ტკბილეულდამოკიდებულების მოხსნაში დაგეხმარებათ:
პირველი დღე
საუზმე
1 ჭიქა შვრიის ფაფა მოცხარითა და ნუშით ან 3 მოხარშული კვერცხი, შეიძლება ომლეტიც.
დილის ხემსი
ცოტაოდენი თხილი ან ხილი
სადილი
ქათმის ფილე შემწვარ ბოსტნეულთან ერთად (ყაბაყი, სტაფილო, ჭარხალი, ლობიო) და ნუში.
ვახშამი
შემწვარი თევზი მწვანე ბარდასთან ერთად ან ორაგული ბროკოლთან და ცოცხალ შამპინიონებთან.
მეორე დღე
საუზმე
1 ჭიქა შვრიის ფაფა მოცხარითა და ნუშით ან 3 კვერცხის ტაფამწვარი და ხილის წვენი.
დილის ხემსი
ცოტაოდენი თხილი ან ბანანი.
სადილი
შემწვარი ბოსტნეული (ყაბაყი, წითელი და ყვითელი ბულგარული წიწაკა) ლიმონითა და ძმრით ან მწვანე და წითელი კომბოსტოს სალათა გახეხილ სტაფილოსთან ერთად, ლიმონის წვენით, ზეითუნის ზეთითა და მწვანილით.
ვახშამი
ორთქლში გატარებული მწვანე ბოსტნეული და ბარდის სუპი ან შემწვარი თევზი ჩინური კომბოსტოთი.
მესამე დღე
საუზმე
1 ჭიქა შვრიის ფაფა მოცხარითა და ნუშით, ხილის წვენი.
დილის ხემსი
ცოტაოდენი თხილი და ხილი
სადილი
ქათმის 2 ბარკალი როზმარინითა და ლიმონით ან შემწვარი ქათამი ხახვითა და ზეთისხილით.
ვახშამი
სოკოს ბულიონი ნივრით, ხახვით, სტაფილოთი, ოხრახუშითა და დაფნის ფოთლით ან ყავისფერი ბრინჯი სოკოთი, ბაზილიკითა და ტომატის სოუსით.