თუ მეგობრებში ტყუპი გყავთ, გილოცავთ, მათ გვერდით არ მოიწყენთ; ხოლო თუ თავად ხართ ტყუპი, ბედნიერი ადამიანი ყოფილხართ.
1. კომუნიკაბელური
ინტელექტუალურად განვითარებული, ლაქლაქა, ენთუზიასტი. ტყუპი მსოფლიოში საუკეთესო მოსაუბრეა. შეუძლია ყველა თემაზე და ყველა სიტუაციაში საუბარი.
უყვარს სწავლა და ცოდნის გაზიარება. რჩევებით სხვათა ცხოვრების შეცვლა შეუძლია. საუკეთესო მეგობარია. თუ რჩევა გჭირდებათ, მათ მიაკითხეთ. თქვენთვის ახალ პრაქტიკულ სისტემას შეიმუშავებენ, რაც ცხოვრების გადაფასებაში დაგეხმარებათ.
2. სწრაფები
აზროვნებენ და მოქმედებენ სწრაფად. ეს ეხება როგორც სამსახურს, ასევე, პირად ცხოვრებას. ვერ იტანენ უსაქმურობას, უმოქმედობას. აუწყეთ ფეხი მათი ცხოვრების ტემპს, ის კი არ დაგელოდებათ.
3. შემოქმედებითები, ოქროსხელებიანები არიან
ტყუპი მულტიტალანტური, არტისტული და კულტურულად განვითარებულია. მისი მინუსი ისაა, რომ ერთდროულად რამდენიმე საქმეს აკეთებს. ხშირად ძალაც არ ჰყოფნის, რათა დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოს.
თუმცა, თუ ხელი ნამდვილად მნიშვნელოვან საქმეს მოჰკიდა, საუკეთესო შედეგს მიაღწევს. კენედი, ჩე გევარა, ანჯელინა ჯოლი, კანი უესტი - ყველა ტყუპია.
4. მათში ერთდროულად რამდენიმე ადამიანი ცოცხლობს
სხვადასხვა ადამიანთან სხვადასხვანაირად იქცევიან და გარშემო მყოფებს ჰგონიათ, რომ ერთ ტყუპში რამდენიმე ადამიანი ცოცხლობს; რომ ნამდვილები არ არიან, თუმცა ესეც მათი მრავალმხრივობის მიზეზია.
5. თვალს ვერ მიადევნებთ
დამოუკიდებლები და თავისუფლები არიან. როცა საქმე სასიყვარულო ურთიერთობას ეხება, ინიციატივას საკუთარ ხელში იღებენ, მაგრამ შეუძლიათ უკვალოდ გაქრნენ კიდეც. ტყუპის გვერდით გაიგებთ, რა არის დამოუკიდებლობა, შეიყვარებთ თავგადასავლებს.
6. გადარეულია
შეყვარებული საოცრად ეჭვიანი ხდება. ეშინიათ, რომ მათ სიყვარულს საფრთხე ემუქრება. მათ გაბრაზებას არ გირჩევთ; ქარბორბალას დაატრიალებენ. მოგვიანებით კი, როცა გაბრაზება გადაუვლით, ნამსხვრევებს მოხვეტავენ.
7. ზედაპირულია
უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ გარშემო მყოფების ყურადღება მიიპყრონ. მაგრამ არ უყვართ არსში ჩაწვდომა, სწორად ვერ აფასებენ სიტუაციის სერიოზულობას, ადამიანებს და დასკვნები ზედაპირული ინფორმაციებიდან გამოაქვთ.
ეს მათი მთავარი უარყოფითი თვისებაა.
8. უჭირთ გადაწყვეტილების მიღება, თანმიმდევრობა
განწყობა დღეში ოცჯერ ეცვლებათ, ყველაფერი აეჭვებთ, ყველაფერს უკირკიტებენ. დაუსრულებელი განსჯის გამო უჭირთ გადაწყვეტილებების მიღება. ერთი საქმიდან შეუძლიათ მეორეზე გადახტნენ.
9. გულუხვია
თავადაც რომ არ ჰქონდეს დალხენილი ცხოვრება, გვერდით მყოფისთვის უკანასკნელს გაიღებს. სხვებზე უფრო მეტს ხარჯავენ, ვიდრე საკუთარ თავზე. ზოგი ამით ბოროტად სარგებლობს და აკოტრებს მათ.
10. გაპატიებენ, მაგრამ ვერ დაივიწყებენ
თქვენ შეიძლება დაგავიწყდეთ, მაგრამ ტყუპი შეგახსენებთ თქვენს შეცდომას. შეიძლება არ შეგახსენოთ, მაგრამ ემახსოვრება.