მილიონობით ქალის მოხდენილობის საიდუმლო: 1-კვირიანი დიეტა, რომელმაც დიეტოლოგები აღაფრთოვანა! - Marao

მილიონობით ქალის მოხდენილობის საიდუმლო: 1-კვირიანი დიეტა, რომელმაც დიეტოლოგები აღაფრთოვანა!

2016-06-17 13:53:05+04:00

რა ხერხს არ მიმართავენ ქალბატონები სასურველი წონის მისაღწევად: ზღუდავენ კვების რაციონს, ვარჯიშობენ, იტარებენ აუტანელი მასაჟების კურსს...

რაც უნდა იყოს, კვება - პირველია, რასაც ყურადღება უნდა მიექცეს წონაში დაკლებისას. ნებისმიერ ნაბიჯს სასურველ წონამდე თან უნდა სდევდეს მუდმივი ანალიზი იმისა, თუ რას მიირთმევთ მთელი დღის განმავლობაში. ჩვენ გადავწყვიტეთ, გაგიიოლოთ ეს ამოცანა და აგიღწეროთ 1-კვირიანი პოპულარული დიეტის რაციონი.

რაციონი წონაში სწრაფად დაკლებისთვის

პირველი დღე - ხილი

შეგიძლიათ მიირთვათ ნებისმიერი ხილი. სასურველია, ბანანი ან საზამთრო.

მეორე დღე - ბოსტნეული

ნებისმიერი მოხარშული ან მოთუშული ბოსტნეული ყველთან ერთად. ვახშამზე ან სადილზე შესაძლებელია გამომცხვარი კარტოფილის მიღება.

მესამე დღე - ხილი და ბოსტნეული

დასაშვებია ნებისმიერი ხილისა და ბოსტნეულის მირთმევა, სიმინდისა და ბარდის გარდა.

მეოთხე დღე - ბანანი და იოგურტი

დღის განმავლობაში მიიღეთ 8 ბანანი და 8 ჭიქა რძე. რაციონში უცხიმო იოგურტი გაურიეთ.

მეხუთე დღე - ქათამი და პომიდორი

მოხარშული ქათმის ან ინდაურის ფილე პომიდორთან ერთად განუსაზღვრელი რაოდენობით. ნუ დაივიწყებთ სითხეს - პომიდორის რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს მიღებული წყლის რაოდენობას.

მეექვსე დღე - ქათამი და ბოსტნეული

მიიღეთ უცხიმო ქათმის ხორცი ნებისმიერ ბოსტნეულთან ერთად, კარტოფილისა და ბარდის გამოკლებით.

მეშვიდე დღე - წვნიანი

დილით მოამზადეთ წვნიანი, რომელსაც მთელი დღის განმავლობაში მიირთმევთ. 3 ლიტრ წყალზე აიღეთ 2 ხახვი, 1 ყაბაყი, 1 ბულგარული წიწაკა, 1 პომიდორი, ნიახური. მოხარშეთ ყველა ინგრედიენტი და დააბლენდერეთ.