ჩვენს სტილსა და იმიჯს მხოლოდ გარეგნობა და სტილი არ განსაზღვრავს. პატარა და ერთი შეხედვით უმნიშვნელო აქსესუარები დიდ როლს ასრულებენ ჩვენი საბოლოო იმიჯის სრულყოფაში.
თანამედროვე ტექნოლოგიები და მოდა კი ისეთი სწრაფი ტემპით ვითარდება, შესაძლოა ყველა მოდური და ტრენდული სიახლე შეუმჩნეველი დაგვრჩეს. ამიტომ გადავწყვიტეთ ამ მასალაში გაგაცნოთ უახლესი მოდური ტენდენციები, რომლებიც გარდა იმისა რომ მოდურია, ძალიან პრაქტიკულიცაა.
1. გსმენიათ რამე iRing-ის შესახებ?
თუ არა, ეს იმას ნიშნავს, რომ ტელეფონი თვეში მინიმუმ 3-ჯერ გივარდებათ ხელიდან, რაც მის გაფუჭებას თუ არა, გარეგნული იერის შელახვას ნამდვილად იწვევს. იღინგ-ი უნიკალური ბეჭედია, რომელიც კომპაქტურად ეკრობა ტელეფონს და ჩვენ თითით შეგვიძლია ტელეფონის დაჭერა, რაც პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის ტელეფონის დავარდნასა და დაკარგვას. ვრცლად...
2. თანხის დაზოგვას არც macbook-ის ჩანთებისთვის გირჩევთ
მით უმეტეს თუკი ხშირად მოგზაურობთ ან მივლინებები გაქვთ. ლამაზი და დახვეწილი დიზაინის ჩანთები იმდენად ტევადი და კომპაქტურია, რომ მისი გამოყენება პირადი ნივთების შესანახადაც ძალიან მოსახერხებელია. ვრცლად...
3. პომადა power bank
როგორი იქნება თქვენი რეაქცია თუკი თქვენს საზოგადოებაში მყოფი გოგონა ჩანთიდან პომადას ამოიღებს და გადაწყვეტს ტელეფონი დატენოს? ბუნებრივია, მინიმუმ გაოცდებით. სინამდვილეში, პომადის ფორმის power bank (გარე ელემენტი) არსებობს, რომელიც ძალიან ქალურია და ამასთნ მისი ტარებაც მოსახერხებელია. ვრცლად...
4. სხვადასხვა ფორმისა და ფერის დამტენები და ყურსასმენები
აუცილებელი არ არის დამტენისა თუ ყურსასმენის ფერი და ფორმა ტანსაცმელს შეუსაბამოთ, მაგრამ ნამდვილად მოდურია და დახვეწილია თუკი სპორტდარბაზში ყოფნისას სპორტულ სტილსა და ფერებში გადაწყვეტილ ყურსასმენს მიანიჭებთ უპირატესობას, ხოლო მეგობრებთან ყოფნისას ფერადი აქსესუარებით გაიმდიდრებთ იმიჯს. ვრცლად...
5. ტელეფონის ქეისები
ამ ერთი შეხედვით ჩვეულებრივ აქსესუარებს არც ისე უმნიშვნელო დატვირთვა აქვს. გარდა იმისა რომ იცავს ტელეფონს დაზიანებისგან, მისი ფერი, ფორმა და დიზაინი თქვენს იმიჯს, გემოვნებასა და ინდივიდუალურობას შეგიძლიათ მოარგოთ. ვრცლად...