გსურთ, 1-1,5 ზედმეტი კილოგრამის უცებ დაკლება? ეს მარტივია: სოფი ლორენის 3-დღიანი დიეტა! - Marao

გსურთ, 1-1,5 ზედმეტი კილოგრამის უცებ დაკლება? ეს მარტივია: სოფი ლორენის 3-დღიანი დიეტა!

2016-06-21 13:13:14+04:00

მნიშვნელოვანია საკვების მიღებისას ზომიერების დაცვა, ულუფის ზომამ არ უნდა გამოიწვიოს კუჭის გადავსების შეგრძნება, არ უნდა მიირთვათ ღამით - გვირჩევს მსახიობი და იქვე გვთავაზობს 3-დღიან დიეტას.

სოფი ლორენის 3-დღიანი სპეციალური დიეტა:

პირველი დღე

საუზმე: 170 გრ ფორთოხლის წვენი, მოხარშული კვერცხი.

სადილი: ნებისმიერი ბოსტნეულის სალათა 60 გრ ინდაურის ხორცთან და უცხიმო ყველთან.

ვახშამი: 115 გრ მაკარონი კრევეტებით, ისპანახის სალათა დაბალკალორიული სანელებლებით.

დესერტი: 1 ვაშლი.

მეორე დღე

საუზმე: 1 ჭიქა მარცვლოვანი უცხიმო რძესთან.

სადილი: ხილის სალათა და ნახევარი ჭიქა უცხიმო ხაჭო.

ვახშამი: 115 გრ სპაგეტი უცხიმო ინდაურის ხორცით, სალათის ფურცლები უცხიმო სანელებლით.

დესერტი: 1 მსხალი.

მესამე დღე

საუზმე: ნახევარი გამომშრალი ბეიგალე უცხიმო ყველით.

სადილი: 115 გრ მწვანე სალათა მოხარშული ქათმით.

ვახშამი: 170 ლაზანია უცხიმო ყველით, სხვადასხვა ბოსტნეულის სალათა უცხიმო სანელებლით.

დესერტი: 2 ატამი.

ამ დიეტის გამეორება რეკომენდებულია თვეში 2-ჯერ. დიეტა ადვილად გადასატანი და საკმაოდ დაბალანსებულია.