იყო ცნობილი ჩვენს ქვეყანაში, ადვილი თუნდაც იმიტომ არაა, რომ შენზე გამუდმებით ჭორაობენ, მუდმივად ექცევი საზოგადოების ყურადღების ცენტრში და ინტერესდებიან შენი ცხოვრების წესითა და სტილით.
მით უმეტეს, თუ ქვეყნის პირველი პირის შვილი ხარ და მით უმეტეს, თუ შენს ცხოვრებისეულ ფოტოებს სოციალური ქსელით ხშირად ავრცელებ. შესაბამისად, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ქალიშვილის, ანას ცხოვრებას თვალს მილიონობით ადამიანი ადევნებს, მის მიმართ ინტერესი არ ცხრება.
მოგეხსენებათ, ანა მარგველაშვილი გიგი ჩიჩუაზე, მომღერალ თიელის ძმაზე დაქორწინდა და წყვილი უკვე შვილსაც ელოდება.
ანა და გიგი შვილის მოლოდინში დროს ხშირად ატარებენ მეგობრებთან ერთად, ასევე, ანას უმცროს ძამიკოსთან - პატარა თემოსთან. ანა თავს საკმაოდ კარგად გრძნობს და ორსულობა დისკომფორტს არ უქმნის, იმხიარულოს მეუღლესთან ერთად. იხილეთ ფოტოები...