ვერძი
თამამად შეგიძლიათ დაქორწინდეთ საყვარელ ადამიანზე. ჰარმონიული და ხანგრძლივი კავშირია მოსალოდნელი. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა ელით, რომელიც სერიოზულ ურთიერთობაში გადავა. კარგი იქნება, თუ პარტნიორთან ერთად ჩაერთვებით ჰობიში, საერთო ბიზნესს წამოიწყებთ.
მეტი ყურადღება მიაქციეთ ბავშვებსა და ნათესავებს. ოჯახის წევრების დახმარებით ნებისმიერ საყოფაცხოვრებო საკითხს დადებითად მოაგვარებთ. ხშირად მოაწყვეთ (უმიზეზოდაც კი) ოჯახური წვეულებები.
კურო
ზოგიერს ყოფილი შეყვარებულის დაბრუნება ელის, რომელიც თავს უხეშობითა და უტაქტობით დაგამახსოვრებთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა მეუღლესთან. ერთად იარეთ საყიდლებზე, სტუმრად. ოჯახთან ერთად ხშირად დაისვენეთ ბუნებაში. მეტი ყურადღება მიაქციეთ შვილებს, განსაკუთრებით, თინეიჯერებს. მარტოხელებს ახალი თაყვანისმცემელი გამოგიჩნდებათ, მაგრამ თუ გული არ მიგივათ, მაინც არ ჰკრათ ხელი; არ დააჩქაროთ მოვლენები.
ტყუპი
ივლისში მიხვდებით, რომ პირადი ცხოვრებისთვის უნდა მოიცალოთ. მარტოხელებმა მეტი ინიციატივა გამოავლინეთ სიმპათიის ობიექტის გასაცნობად. თუმცა სიყვარულიც თავად გიპოვით. ეს იქნება დაუვიწყარი რომანი სკანდალებითა და ვნებიანი შერიგებებით. ხშირად კონფლიქტში თავად იქნებით დამნაშავე. დაქორწინებულებმა გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობა. გახსოვდეთ, მეუღლეს ვერასდროს შეგიცვლით კარიერა და ფული.
კირჩხიბი
ივლისში ნამდვილ სიყვარულს შეხვდებით. გრძნობა საკუთარ სახელს დაგავიწყებთ. რომანი მოულოდნელობებით იქნება აღსავსე. თუ საყვარელი ადამიანი უკვე გყავთ, ეცადეთ, ურთიერთობაში ჰარმონიამ დაისადგუროს. მოიწყვეთ მეორე თაფლობის თვე. დაიცავით საკუთარი პოზიცია, მაგრამ მაქსიმალურად მოერიდეთ კამათს ნათესავებთან, "თაობათა" კამათს. უსიამოვნებაში არ მიატოვოთ ახლობლები. მაქსიმალურად დაეხმარეთ.
ლომი
რაში გჭირდებათ ახალი თაყვანისმცემელი, თუ საყვარელი ადამიანი გყავთ?! ნუ გაერთობით არაფრისმომცემი ფლირტით. უმჯობესია, ურთიერთობა გააუმჯობესოთ მეორე ნახევართან. გაანებივრეთ მზრუნველობით, სინაზით, სიყვარულით. ნუ იქნებით ამაყი, იყავით ადვილად მისაწვდომი. მეუღლე ჰობის განვითარებაში დაგეხმარებათ, რაც კიდევ უფრო გაამყარებს თქვენს კავშირს. შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ ნათესავებს. მოსალოდნელია მგზავრობა, მეგობრებთან შეხვედრები, საინტერესო ნაცნობობა და პიკნიკები.
ქალწული
ბედნიერი იქნებით, რადგან ერთი ნახვით და ხანგრძლივად შეგიყვარდებათ. ეს, სავარაუდოდ, ივლისის შუა რიცხვებში მოხდება. საბედისწერო შეხვედრა მგზავრობისას, შვებულებისას გელით. დაქორწინებულებმა გააუმჯობესეთ ურთიერთობა მეუღლესთან. ხშირად მოუწყვეთ სიურპრიზები, რომანტიკული საღამოები. ნაკლები ეჭვიანობა და კრიტიკა გმართებთ მის მიმართ. მეტი მზრუნველობა და მეგობრული საუბრები გმართებთ შვილებთან. უყურადღებოდ ნუ მიატოვებთ მათ, ვისაც თქვენი დახმარება სჭირდება.
სასწორი
მოვლენებით დატვირთული ივლისი გელით. სასიყვარულო პარტნიორთან კამათი და ურთიერთსაწინააღმდეგო აზრი თქვენს ურთიერთობას ახალ ეტაპზე გადაიყვანს. თვის მეორე ნახევარში მოაწესრიგეთ ბინა, აგარაკი. ზოგიერთი უძრავ ქონებას შეიძენს. დაოჯახებულებმა მეტი დრო დაუთმეთ ოჯახს. უქმეებზე ქალაქგარეთ, ბუნებაში გაემგზავრეთ. ყველა საკითხი მეუღლესთან ერთად განიხილეთ.
მორიელი
სასიამოვნო და მოულოდნელი ცვლილებების თვეა. დაუვიწყარი შთაბეჭდილებები გელით; საინტერესო ადამიანებს გაიცნობთ. იმდენად გაერთობით რომანტიკით, რომ სენტიმენტალიზმიც შემოგიტევთ ხოლმე. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა სასიყვარულო პარტნიორთან. მის მიმართ უჩვეულო სინაზესა და მოთმინებას გამოავლენთ. ხშირად მოუწყვეთ სიურპრიზები; გაანებივრეთ საჩუქრებით. დაქორწინებულებმა მზრუნველობით აავსეთ მეუღლე. ხშირად მოინახულეთ უხუცესი ნათესავები; გაანებივრეთ ისინი მზრუნველობით.
მშვილდოსანი
1-10 ივლისის პერიოდში თავს მეტად სექსუალურად იგრძნობთ. მოიმატებს ვნებიანობა. ავანტიურა და ექსპერიმენტები გაგიტაცებთ. ოჯახში ჰარმონია დაისადგურებს მეუღლესთან, მშობლებთან და შვილებთან მიმართებაში. 23 ივლისიდან ახალი ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ და გააქტიურდებით. თუ გვერდით საყვარელი ადამიანი არ გყავთ, მეტი დრო დაუთმეთ შემოქმედებას.
თხის რქა
სულითა და გულით თინეიჯერი ხართ და ამას არაერთხელ დაამტკიცებთ ივლისში. თავბრუდამხვევი რომანი გელით, ურთიერთობის გაუმჯობესება პარტნიორთან. დროა, შვილებზე, ოჯახზე დაფიქრდეთ. ზოგიერთს ოჯახში მატება ელის ან ინფორმაცია ამის შესახებ. აიღეთ შვებულება და ოჯახთან ერთად ზღვაზე დაისვენეთ. ნათესავების მიმართ იყავით მეტად რბილი და მომთმენი. შეიძლება შვებულების გატარება მეგობრებთან ერთად გადაწყვიტოთ და ერთად შემოქმედებითი იდეების განხორციელებაც შეძლოთ.
მერწყული
მამაკაცების მხრიდან მომატებულ ყურადღებას იგრძნობთ. ბევრს მოუნდება თქვენი გაცნობა. შეხვედრები, რომანტიკა, ფლირტი გელით. თუ გრძნობთ, რომ გრძნობები გაგიღრმავდათ, პარტნიორს თავს ზედაპირულად ნუ მოაჩვენებთ. ახლობლებსაც კი რომანების შესახებ ნუ მოუყვებით. სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით მოიმატებს კონფლიქტური სიტუაციები ნათესავებთან; უმჯობესია, დათმოთ. ივლისში თვითრწმენას დაიბრუნებთ. მეტი დრო დაუთმეთ ბინის კეთილმოწყობას.
თევზები
იმდენად იქნებით პირადი ცხოვრების მოწყობით დაკავებული, რომ წესიერად ვეღარაფრისთვის მოიცლით. ერთმანეთს შეცვლის ვნება, ფლირტი, შეხვედრები, იმედგაცრუება. ხშირად შეგეცვლებათ ემოციური განწყობა. ნუ მოიცილებთ იმ ადამიანს, რომელსაც თქვენდამი წრფელი გრძნობა აკავშირებს. მარტოხელებს საბედისწერო შეხვედრა ელით. ეს ადამიანი მაგნიტივით მიგიზიდავთ; გარეგნობითაც და სულიერებითაც. დაუმეგობრდით თქვენი შვილის მეგობრებს. მეუღლესთან ერთად შეთანხმებულად დაგეგმეთ აგარაკის, ბინის რემონტი.