ბოლო დროს 46 წლის ჯენიფერ ლოპესი სულ უფრო ხშირად ჩნდება საზოგადოებაში ტანზე მოტმასნილი სამოსით. 11 ივლისს პოპ-დივამ პოპულარულ შოუ Today-ში მიიღო მონაწილეობა.
იმპროვიზებულ სცენაზე ვარსკვლავმა თავისი ჰიტი Make the World Go Around შეასრულა.
თაყვანისმცემლები აღფრთოვანებულნი დარჩნენ საყვარელი არტისტის გამოსვლით.
მომღერალმა შესანიშნავი სხეულის, ვარცხნილობის და... უცნაური სამოსის დემონსტრირება მოახდინა. გამჭვირვალე კროპ-ტოპი თეთრ ბიუსტჰალტერთან და თეთრი მაქმანებიანი ლეგინსები მომღერალს ძალიან უხდებოდა, თუმცა...
მსგავსი look-ით 2000-იან წლებში შეიძლებოდა ლოპესი სცენაზე წარმდგარიყო, მაგრამ ახლა, როდესაც ის დამსახურებულად მოიხსენიება ყველაზე გემოვნებიანი ვარსკვლავების რეიტინგში, არჩევანი უამრავ კითხვას ბადებს. ამასთან, თეთრი ფერი 40 წელს გადაცილებულ ყველა ქალს როდი უხდება. და ჯეი ლო, სამწუხაროდ, ამ ბედნიერ ქალთა სიაში არ მოხვდა.