ქალების უმეტესობა შინ მშობიარობას ამჯობინებს და აი, რატომ! - Marao

ქალების უმეტესობა შინ მშობიარობას ამჯობინებს და აი, რატომ!

2016-08-09 15:37:27+04:00

ბოლო დროს შინ მშობიარობა ყველაზე უსაფრთხო და ბუნებრივ პროცესად მიიჩნევა. ამბობენ, რომ სახლში შვილის გაჩენას საავადმყოფოსთან შედარებით უპირატესობა აქვს, მაგრამ არ უნდა დაივიწყოთ უსაფრთხოების მომენტიც...

ჰოლანდიელი ქალები შინ მშობიარობას ამჯობინებენ. სახლში შვილის გაჩენა ამერიკაშიც ლეგალურია. ქალი დისკომფორტს არ განიცდის უცხო გარემოში მოხვედრისას, მას მეუღლე და ოჯახის წევრები ამხნევებენ და მათ თვალწინ იბადება ოჯახის ახალი წევრი.

საქართველოში კანონიერად არაა ნებადართული სახლში მშობიარობა, თუმცა შეიძლება ზოგიერთს ჰქონდეს კიდეც ამის სურვილი და შინ ბებიაქალი გამოიძახოს.

რატომაა შინ მშობიარობა ასეთი პოპულარული დასავლეთში. განვიხილოთ დადებითი და უარყოფითი მხარეები.

ბუნებრივი მშობიარობის მომხრეები ამტკიცებენ, რომ სახლის კედლებიც კი ეხმარებათ რთულ მომენტში. არ სურთ, ბავშვმა სამშობიაროში ინფექცია აიკიდოს, დისკომფორტი განიცადოს პალატაში...

ამბობენ, რომ უამრავი ისტორია არსებობს, როცა ექიმმა არასწორად ამშობიარა ქალი და ბავშვი ტრავმებით დაიბადა.

შინ მშობიარობის პლუსები

1. კომფორტი

მშობლიური სახლი! სიმშვიდე, გარშემო - ახლობლები, ნაცნობი ნივთები. არანაირი სტრესი და უსაფრთხო გარემო.

2. არასტანდარტული მიდგომა

მშობიარობა წყალში, მშობიარობა სახლში, სპეციალური სუნთქვით, დამჯდარ მდგომარეობაში. უამრავი რჩევა არსებობს ინტერნეტში, თუ როგორ მოეხსნას მშობიარეს დისკომფორტის შეგრძნება და თამამად იმშობიაროს სახლში.

3. შინაურული მიკროფლორა

სახლის მიკროფლორა უკვე ნაცნობია მშობიარისთვის. ნაკლებია იმის საშიშრობა, რომ ახალშობილს სხვა პაციენტისგან გადაედება რაიმე ვირუსი.

4. არანაირი უსიამოვნება ექიმთან

ბუნებრივი მშობიარობა სახლში გამორიცხავს ყველა სამედიცინო ჩარევას.

შინაურულ მშობიარობაზე დაკვირვებით დამტკიცებულია, რომ სახლში შვილის გაჩენა ნორმალურად მიმდინარეობს, თუმცა, სარისკოცაა.

ევროპის ქვეყნებში, შინ მშობიარე ქალს, საჭიროების შემთხვევაში მედპერსონალის გამოძახება ვერტმფრენითაც შეუძლია. ამგვარი მომსახურება ჩვენთან არ არსებობს. შეუძლებელია ქალს დასჭირდეს საკეისრო კვეთა და ის ოჯახის წევრმა, თუნდაც ბებიაქალმა გაუკეთოს. ხოლო, სისხლდენის დროს მშობიარემ შეიძლება 40 წამში ლიტრამდე სისხლი დაკარგოს.

კომენტარებში გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება შინ მშობიარობაზე; შვილის გაჩენის თქვენი ისტორია. შეიძლება თქვენი აზრი მშობიარე ქალებს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმაროს.