გადაწყვიტეთ, ზედმეტი კილოგრამები მოიშოროთ? მშვენიერი იდეაა. შედეგად ჩამოთლილ ტანს, მსუბუქ ნაბიჯებს და კომპლიმენტებს მიიღებთ. გაეცანით რჩევებს იმ ადამიანებისგან, ვინც რეალურად დაიკლო წონაში.
შანა ფიშერი, 28 წლის კალიფორნია
იწონიდა 267 ფუნტს, დაიკლო 110 ფუნტი.
1. მცირედით დაიწყეთ. დღეში 15 წუთი დაუთმეთ სიარულს. ცოტა ხანში გაზარდეთ დრო 30 წუთამდე და ასე 1 საათამდე.
2. ნუ დანებდებით, თუ წონის კლება შემცირდა. მახსოვს, თავს არაფრისმაქნისად ვგრძნობდი, მაგრამ რადგან მიზანი დავისახე, მივაღწიე.
3. დაემშვიდობეთ ძველ ჩვეულებებს: ადრე კარტიფილ ფრის ყოველდღე ვჭამდი, პლუს სენდვიჩებს. ვახშამზე ხორციან მაკარონს პურით. როგორც კი გახდომა გადავწყვიტე, ცოცხალი ხილისა და ბოსტნეულის ჭამა დავიწყე. მჭლე ხორცის და ფსტით. პური კი საერთოდ ამოვიღე რაციონიდან.
ბრიანკა ბლანკი, 19 წლის, კონექტიკური
იწონიდა 306 ფუნტს, დაიკლო 150 ფუნტი.
4. მოძებნეთ ისეთი დიეტური კერძი, რომელიც მოგწონთ და ხშირ-ხშირად მიირთვით.
მარია გორდონი, 28 წლის, მერილენდი
იწონიდა 293 ფუნტს, დაიკლო 104 ფუნტი.
5. უარი ვთქვი ყველა ტკბილ სასმელზე. მხოლოდ სუფთა წყალს ვსვამდი. 30 წლის შემდეგ ნახშირწყლებიც შევამცირე. თეთრი ფქვილის პური დაღერღილმარცვლიანზე შევცვალე. თეთრი ბრინჯი - ყავისფერზე.
6. მიყვარდა ბურგერები და კარტოფილი ფრი. ისინი დაღერღილმარცვლიან ბურგერზე ინდაურის ხორცით და ტკბილ შემწვარ კარტოფილზე გავცვალე.
ალისა ენ ჰეიდმენი, 31 წლის, სამხრეთი დაკოტა
იწონიდა 328 ფუნტს, დაიკო 131 ფუნტი.
7. მუდამ ვჭამდი ჩიფსებს, ტკბილეულს, ფასტფუდს. ახლა დღეში 6-ჯერ ვჭამ. მავნე საკვები შევცვალე ფსტით, ნიახურით, უცხიმო ყველით, პროტეინის ბატონით და ხილის კოქტეილით.
8. უმჯობესია, საკვები თავად მოამზადოთ. ასე უკეთესად განსაზღვრავთ კალორიებს. მე თევზს ზეითუნის ზეთს ვასხამ და ღუმელში ვაცხობ. ფრინველის ხორცს ნაკვერჩხალზე ვწვავ. მივირთმევ ფსტას, ზეთისხილს, უცხიმო იოგურტს და ხილს.
9. მიირთვით ბოსტნეული, თუ სადილმა არ დაგანაყრათ. თუ შიმშილის გრძნობამ შეგაწუხათ, ფასტფუდის ნაცვლად ბოსტნეული მიირთვით.
10. საკვები თან ატარეთ. თუ სამსახურში გვიანობამდე გიწევთ გაჩერება, ცომეულის ჭამს გირჩევთ სახლიდან წაიღოთ საკვები და ის მიირთვათ.
სარა ლაგერი, 36 წლის, მიჩიგანი
იწონიდა 342 ფუნტს, დაიკო 149 ფუნტი.
11. ნუ შეიძენთ პროდუქტებს სხვებისთვის, თქვენვე შემოგეჭმევათ. მე არ ვყიდულობ ნაყინს, რადგან ვიცი, ცდუნებას ვერ გავუძლებ და შევჭამ.
12. შესვენების დროს გაისეირნეთ. მე სამსახურში ყოფნისას, ზედმეტი რომ არ შევჭამო, 30-40 წუთს ვსეირნობ.
13. სასარგებლო სასუსნავი მუდამ ახლოს გედოთ. ყველგან თან ვატარებ პროტეინის ბატონს, როცა მომშივდება მას ვჭამ და ფასტფუდისკენ აღარ გამირბის თვალი.
14. ხშირად იკვებეთ. სამჯერადი კვება ექვსჯერადით შეცვალეთ. იკვებეთ ხშირად და მცირე ულუფებით.
15. საკვები მეგობრებს გაუზიარეთ. რესტორანში ან სამსახურის სასადილოში თქვენი ულუფა კოლეგას, მეგობარს გაუნაწილეთ. თუ მარტო სადილობთ, ნახევარი შეჭამეთ, ნახევარი შემდეგი კვებისთვის მოიტოვეთ.
სტეფანი არომანდო, 28 წლის, ნიუ-ჯერსი
იწონიდა 335 ფუნტს, დაიკო 95 ფუნტი.
16. სიმძიმეების აწევა გახდომაში დაგეხმარებათ. კარდიოდატვირთვა ცხიმს წვავს. ძალისმიერი ილეთები ჩემს სხეულს ალამაზებს.
17. იყავით აქტიური უქმეებზეც კი. დასვენების დღესაც კი გამონახეთ დრო სეირნობისა და იოგასთვის.
18. აკონტროლეთ საკვების რაოდენობა. სამსახურში მისვლამდე საცხობში უამრავი რაოდენობის საკვებს ვყიდულობდი: ბუტერბროდებს, ფუნთუშებს, გაზიან სასმელს. დაახლოებით 3-4 ადამიანზე. მერე ყველაფერს თავად მივირთმევდი.
19. ნუ გგონიათ, რომ თუ ვარჯიშობთ, ყველაფრის ჭამის უფლება გაქვთ. ივარჯიშეთ და იკვებეთ ზომიერად.
20. მიირთვით უბრალო საკვები: მწვანილი, ხილი, ბოსტნეული, ცილა, რთული ნახშირწყლები, ჯანმრთელი ცხიმები. იმისათვის, რომ ჯანსაღად ვიკვებო, ბოსტნეული, ხილი და მწვანილი თავად მომყავს.
21. სუპერმარკეტში წასვლამდე ჩამოწერეთ საყოდლების სია. პურ-ფუნთუშებსა და მზა საკვებს განყოფილებისკენ არც გაიხედოთ.
22. საკვები თავად მოიმზადეთ. ძირითადად ხილისა და ბოსტნეულის სალათები, მოხარშული ხორცი. ისინი დიდი ხნით დაგანაყრებთ.
23. დაუშვით გამონაკლისი. კვირაში ერთხელ, მცირე რაოდენობით მიირთვის ის, რაც ძალიან გიყვართ, მაგრამ სხეულისა და ჯანმრთელობისთვის საზიანოა.
24. დალიეთ ბევრი წყალი. მუდამ თან გქონდეთ ბოთლით წყალი.
ტანიშა შანი უილიამსი, 30 წლის, ბრუკლინი
იწონიდა 355 ფუნტს, დაიკლო 140 ფუნტი.
25. ჩართეთ მუსიკა, თუ სპორტდარბაზში ვერ ახერხებთ წასვლას. ფიზიკური აქტივობა ცეკვაცაა, ჰულაჰუპის ტრიალიც და სახტუნაოც.
26. მავნე სასუსნავები შინ არ გააჩეროთ. ჩიფსი, ორცხობილა, კანფეტები - დაივიწყეთ. თუ ვერ ძლებთ, კვირაში ერთხელ მიირთვის მცირე რაოდენობით.