ბევრს ეს კომბოსტო არ უყვარს. ბავშვები ცხვირს იბზუებენ, უფროსებმა კი არ იციან, რა არის მასში ისეთი განსაკუთრებული... საიდუმლო კი იმაშია, რომ ბროკოლის მომზადება და მისი დადებითი თვისებები უმრავლესობამ არ იცის.
მისი მოხარშვა ჩაშლამდე არ არის სწორი. თუ სალათის მომზადება გსურთ, ბროკოლი ადუღებულ წყალში მხოლოდ 2-3 წუთით უნდა ჩააგდოთ. ის ძალიან გემრიელია შემწვარიც და კარტოფილის პიურესთან ერთად მომზადებულიც.
ბროკოლის თვისებები
წონის დაქვეითება
ბროკოლი პერესტალტიკას და ნივთიერებათა ცვლას ასტიმულირებს.
ანემიის წინააღმდეგ
ბროკოლი მდიდარია რკინით და ფოლიუმის მჟავით. ის ძალიან სასარგებლოა ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის.
ოსტეოპოროზის წინააღმდეგ
შეიცავს კალცს, მაგნიუმს, თუთიას, ფოსფორს და K ვიტამინს.
ამაგრებს გულს
30-დღიანმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც ერთი თვის მანძილზე რეგულარულად ჭამდნენ ბროკოლს, გაცილებით დიდ ფიზიკურ დატვირთვას უძლებენ, ვიდრე მანამდე.
აუმჯობესებს მხედველობას
ანტიოქსიდანტების 2 სახეობა: ლუთეინი და კაროტინოიდი კატარაქტის წარმოქმნას უშლის ხელს.
ამცირებს სიმსივნური დაავადებების გაჩენის რისკს
შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც კიბოს უჯრედების განვითარებას აფერხებს.
ამაგრებს თმას
ვიტამინი A და C ხელს უწყობს თმის ზრდას.
აუმჯობესებს თირკმელების მუშაობას
რადგან შეიცავს ფლავონოიდებს, რომელიც სისხლძარღვებს წმენდს და თირკმელების მუშაობას ასტიმულირებს.
იცავს კანს დაბერებისგან
ასაკობრივი პიგმენტაცია და ნაოჭები ვიტამინ C-ს ნაკლებობისგან ჩნდება. ბროკოლი ამას კომპენსაციას უკეთებს. ის, ასევე, აფერხებს ანთებით პროცესებს.