სპეციალურად საფრანგეთისთვის კომპანია "მარიგოლდის" დამფუძნებელმა თამარ ნადირაძემ მის მიერ შექმნილი საქორწილო კაბების კატალოგი შექმნა, რომლის თბილისური პრეზენტაცია "არტ-ჰოლში" გაიმართა.
კატაკლოგის პრეზენტაციაზე უამრავმა მოდის მოყვარულმა და ცნობილმა სახემ მოიყარა თავი.
თამარ ნადირაძის თქმით, საფრანგეთში მის მიერ შექმნილი სამოსი "მარიგოლდის" ბრენდით გაიყიდება.
- საიდან გაჩნდა იდეა საფრანგეთში გასულიყავით?
- 4 წლის წინ ვიყავით საფრანგეთში, სადაც ჩვენი ბანერი ნახეს უცხოელებმა და დაინტერესებაც გაჩნდა მათი მხრიდან. 4 წელი ვემზადებოდით და უკვე მზად ვართ ჩვენი შესაძლებლობები, ქართული გენი, ნიჭიერება და კულტურა წარვადგინოთ მოდის დედაქალაქში.
- კონკრეტულად რა სახეობით წარსდგებით ფრანგების წინაშე?
-ვაპირებთ საქორწინო კაბები შევთავაზოთ ფრანგებს, თუ სხვა სადღესასწაულო ტანისამოსის შეკვეთა წამოვა მათი მხრიდან ესეც არ იქნება პრობლემა. უცხოელებს ის განსხვავებული შტრიხი, სილუეტი და სტილი მოეწონათ საქორწინო კაბებში, რომელიც ჩემს მიერაა შექმნილი. ალბათ მალე უფრო მნიშვნელოვანი აღიარებაც იქნება.
-აქაც ბევრი იცნობს "მარიგოლდს"
- მართალია, მაგრამ ხშირად საქართველოში აღიარება რომ მიიღო, უცხოელებმა უნდა შეგამჩნიონ. ჩვენ საფრანგეთში უკვე გვიცნობენ და დროთა განმავლობაში საქართველოშიც მოვა უფრო დიდი აღიარება.
კატალოგისთვის ფოტოები "ფოტო ლაივ სტუდიოს" და "კიკალა სტუდიოს" ფოტოგრაფებმა გადაიღეს. მთელი ზაფხული ფოტოებს კატალოგისთვის საბერძნეთიდან მოწვეული ფოტოგრაფი ნიკა საბულუაც იღებდა.
- ნიკა, საფრაგეთის ბაზრისთვის ეს კატალოგი რამდენად აკმაყოფილებს სტანდარტებს?
- მე ვიცი რა მოთხოვნები აქვთ სამოდელო ბიზნესში. ეს კატალოგი იმაზე მეტია რაც სტანდარტულ მოდების კატალოგს სჭირდება. მე წარმატებები მინდა ვუსურვო თამარ ნადირაძეს.
კატალოგში შესულია 110 საქორწინო და ნაციონალური ქართული კაბა, რომელიც დამშვებნებულია თანამედროვე ელემენტებით. გამოყენებულია ქართული ტექსტილი.
რაც შეეხება საპრეზენტაციო ჩვენებას - "მარიგოლდის" ტანსაცმელი საზოგადოების წინაშე სამოდელო სააგენტო "ნატალის", "ფეშენ შარმის" და "ჯეომოდელსის" მოდელებმა წარმოადგინეს.
პრეზენტაციის ბოლოს უზარმაზარი ტორტიც გაიჭრა, რომელსაც წარწერა "მარიგოლდი" ამშვენებდა.
იხილეთ ფოტოგალერეა
გოგა ბერიძე