როდესაც მილიონერის ოჯახში იზრდები, საყოველთაო ინტერესი გარანტირებულია, მაგრამ წვეულებები და უცხო ადამიანების ყურადღება ყველას როდი იზიდავს.
ერთნი სიამოვნებით გვიზიარებენ სოციალური ქსელის მეშვეობით, თუ სად დაისვენეს, რა შეიძინეს; ზოგიერთი კი ამჯობინებს ჩრდილში ყოფნას.
დღეს მოგითხრობთ ცნობილი ქართველი მილიონერების ქალიშვილების შესახებ.
დღესდღეობით, ყველაზე ცნობილ, მდიდარ და სასურველ სარძლოდ შეიძლება კომპანია ”ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიის" დამფუძნებლის, ლევან ფხაკაძის ქალიშვილი - ანა მივიჩნიოთ.
22 წლის ანა ლამაზიცაა და ჭკვიანიც. მან მენეჯმენტი Glion Institute of Higher Education-ში შეისწავლა, ბიზნესი და მარკეტინგი George town University-ში, ასევე სწავლობდა Bentley University-ში და ბარსელონას უნივერსიტეტში. ამჟამად ლონდონში ცხოვრობს, მაგრამ ხშირად ჩამოდის სამშობლოში. სხვათა შორის, ანას დედა, თეა დარსაძე, ასევე ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ულამაზესი ქართველი ქალი.
ანა სიამოვნებით გვიზიარებს "ინსტაგრამგვერდზე", თუ სად ისვენებს და როგორ ცხოვრობს.
კიდევ ერთი მდიდარი ქართველი გოგონა - საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ქალიშვილი - გვანცაა.
მას არ უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა, არ დადის წვეულებებზე, არ ურთიერთობს ჟურნალისტებთან, ამიტომაც მასზე ინფორმაცია მწირია. 2012 წელს გვანცა მშობლებთან ერთად საქართველოს სხვადასხვა რეგიონს სტუმრობდა, ”ქართული ოცნების” წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში. სწორედ მაშინ გახდა ის საზოგადოებისთვის ცნობილი.
ცნობილი ბიზნესმენის, ბუბა ქებურიას ცნობილი ქალიშვილი - რია ქებურია.
რიამ მგუ-ს სოციოლოგიური ფაკულტეტი დაამთავრა, რის მერეც American University of Paris-ში განაგრძო სწავლა, პარალელურად კი International Fashion Academy-ში ტანსაცმლის დიზაინი შეისწავლა. რიას ერთ-ერთ ბოლო კოლექციაში ქართული ეროვნული სამოსია ინტერპრეტირებული.
მისი ექსტრავაგანტური კოსტიუმები საქართველოს კულტურასა და ისტორიას გადმოსცემს. რიას ავანგარდულმა კოსტიუმებმა თვით ლედი გაგას ყურადღებაც კი მიიპყრო.
როგორც ჩანს, ქართველი მილიონერების ქალიშვილები ხშირად ირჩევენ დიზაინერის პროფესიას. კიდევ ერთი მდიდარი ქართველის, გოდერძი ბუკიას ქალიშვილმა ლაკომ განათლება უცხოეთში მიიღო.
ის აქტიურად იღებს ევროპისა და ამერიკის მოდის კვირეულებში მონაწილეობას. ლაკოს შემოქმედების ერთ-ერთი თაყვანისმცემელი ამერიკელი დიზაინერი დონა კარანი გახლავთ. ლაკო ლონდონის მოდის კოლეჯში სწავლობდა, ასევე, ნიუ იორკში, დიზაინის სკოლაში Parsons. გოგონა თბილისში საკუთარი ბუტიკის მფლობელია.
საქართველოს ერთ-ერთი ბანკის მფლობელის, მილიონერ მამუკა ხაზარაძის ქალიშვილი ანა ასევე მოხვდა ჩვენს სიაში.
გოგონა ცნობილია, როგორც არამხოლოდ ერთ-ერთი ულამაზესი ქართველი. ის ასევე ლონდონში სარეჟისორო ფაკულტეტზე სწავლობს. ანას არ უყვარს ყურადღების მიქცევა და ხმაურიან წვეულებებს არ სტუმრობს.