ფიოდორ უგლოვი - ცნობილი ქირურგია, რომელმაც წარმოუდგენელი პოპულარობა მოიპოვა სამედიცინო თემატიკაზე გამოცემული წიგნებით. ცნობილმა პროფესორმა 104 წელი იცოცხლა. ხანგრძლივი ცხოვრების საიდუმლოდ კი კვების რეჟიმის სწორ ორგანიზებას მიიჩნევდა.
დაბალანსებული დიეტა
გამოცდილი ექიმისთვის სიმსუქნის პრობლემა ნაცნობი იყო. უგლოვი მიიჩნევდა, რომ ზედმეტი წონა ნეგატიურად ზემოქმედებს ადამიანის ყველა ორგანოს მუშაობაზე. ასევე თვლიდა, რომ ზედმეტი კილოგრამები ასუსტებს იმუნურ სისტემას და სახსრებში რეგენერაციულ ცვლილებებს იწვევს.
დღეს ჩვენი რედაქცია ექიმ უგლოვის მიერ შედგენილ დღის მენიუს შემოგთავაზებთ, რომლის წყალობითაც ათასობით ადამიანი გათავისუფლდა ზედმეტი წონის პრობლემისგან.
პირველი საუზმე: 9:00
1 ჭიქა ნატურალური ყავა ან 1 ჭიქა მწვანე ჩაი თაფლით.
მეორე საუზმე: 11:00
1 მოხარშული კვერცხი და 8 ცალი შავი ქლიავი.
სადილი: 14:00
200 გრ მოხარშული ძროხის ხორცი ან ქათმის ფილე. გარნირი: 100 გრ კომბოსტოსა და სტაფილოს სალათა. 1 ცალი ფორთოხალი.
ვახშამი: 19:00
30 გრ მაგარი ყველი და 1 ცალი ვაშლი ან ფორთოხალი.
ძილის წინ 1 საათით ადრე
200 გრ უცხიმო კეფირი.
დიეტის კურსი - 10 დღე. ამ მეთოდის წყალობით 3-5 ზედმეტ კილოგრამს მოიცილებთ. მომდევნო კურსი შეგიძლიათ 2 თვის შემდეგ ჩაიტაროთ.