პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი გამუდმებით ყურადღების ცენტრშია, თუმცა საზოგადოება ნაკლებად იცნობს მის ოჯახს. გიორგი კვირიკაშვილს ოთხი შვილი ჰყავს - ანა, ნინო, გიორგი და ნიკოლოზ კვირიკაშვილები. მისი მეუღლე მაია (მაკა) ცინაძე პროფესიით ექიმია. ერთმანეთი სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლის დროს გაიცნეს, ჯგუფელები იყვნენ. 1990 წელს, როცა სწავლას ამთავრებდნენ, დაქორწინდნენ.
ქვეყნის პრემიერის მეუღლეს არასოდეს უმუშავია და მთელ დროს შვილების აღზრდას ახარჯავს. საზოგადოებაში გამოჩენა არ უყვარს, ხშირად არის დაკავებული ქველმოქმედებით, მაგრამ ამის აფიშირებას ერიდება. ხშირად სტუმრობს მძიმე სენით დაავადებულ ბავშვთა სახლებს. იხილეთ პრემიერის საოჯახო ალბომი