ორსულობა, მშობიარობა და ზოგადად, დედობა ის ფენომენია, რომელიც პლანეტის ყველა ქალს აერთიანებს. მნიშვნელობა არა აქვს, უმაღლესი დონის კომფორტში ცხოვრობს ქალი თუ ველურ გარემოში - დედად გახდომა ყველასთვის რთულია.
ამ ვიდეოზე აფრიკელი აბორიგენი ქალის მშობიარობაა ასახული. ისე მარტივად და ბუნებრივად ხდება ყველაფერი, რომ კიდევ ერთხელ რწმუნდები - თუ ჯანმრთელი ხარ და ცხოვრების წესით ახლოს ხარ ბუნებასთან, მშობიარობის არ უნდა გეშინოდეს. იხილეთ ვიდეო...