ტყავის ჩანთები
ტყავს უწინდებურ სისუფთავეს ჩვეულებრივი სველი ხელსახოცი დაუბრუნებს.
სპილენძის ჭურჭელი
მოაყარეთ მსხვილი მარილი, ღრუბელი დაასველეთ ძმარში და მოუსვით.
თეფშები
ფაიფურის სპეციალური პოლიროლი გააპრიალებს თეფშებს.
ღუმელის ფირფიტები
წყალბადის პეროქსიდისა და სოდისგან მოამზადეს სქელი პასტა, წაუსვით ფირფიტას და დატოვეთ 30 წუთით. შემდეგ კარგად გარეცხეთ.
ფარდაგი
შეურიეთ ძმარი და წყალი პროპორციით 1:2, მოასხურეთ ლაქაზე, დააფარეთ სუფთა, სველი ხელსახოცი. ჩართეთ უთო ორთქლის რეჟიმში და დაადეთ ხელსახოცს 30 წამით.
კაფელი
კაფელის გასაწმენდად ქლორის მათეთრებელი და წყალი შეურიეთ პროპორციით 1:1.
თეთრი ბოტასები
მოამზადეთ შემდეგი ნარევი: 3 ს.კ. წყალბადის პეროქსიდს დაუმატეთ 2 ს.კ. სოდა და 1 ჩ.კ. ჭურჭლის სარეცხი მანქანის ნადების მოსაცილებელი საშუალება.
ტყავის ავეჯი
ტყავის სავარძლის ნაკაწრს მოუსვით ზეითუნის ზეთში დაბმალი ბამბის ტამპონი, დატოვეთ 1 საათით, შემდეგ მშრალი ქსოვილით მოწმინდეთ.
მიკროფიბრის ავეჯი
გამოიყენეთ ღრუბელი და სპირტი ავეჯზე ლაქების მოსაცილებლად. როდესაც გაშრება, კარგად მოუსვით ჯაგრისით.
პირსახოცები
სიფუმფულის დასაბრუნებლად, პირსახოცები გარეცხვის შემდეგ გაავლეთ მარილიან წყალში.
საჭრელი დაფა
გაწმინდეთ საწრელი დაფა ლიმონის წვენისა და მარილის ნარევში დამბალი ღრუბელით.