იტალიური სახის მასაჟი - უნიკალური ტექნიკაა, რომელიც სწრაფად აღადგენს სახის კანს. იგი საქმიანი ქალებისთვისაა შექმნილი, რომლებსა დღე საათობრივად აქვთ გაწერილი. მასაჟი მოგაშორებთ ნაოჭებს და აღგიდგენთ სახის ოვალს.
მასაჟის გაკეთებამდე სახეზე დამატენიანებელი კრემი წაისვით. მასაჟი კეთდება კანზე თითების დარტყმით, ჩქმეტა-პწკენითა და დაწოლით.
1. დაიწყეთ სახეზე თითების მსუბუქად დარყმა - ნიკაპიდან აუყევით შუბლს. შემდეგ გააძლიერეთ დარტყმები, შეგიძლიათ ყველა თითი და ხელისგულებიც ჩართოთ.
მასაჟის პირველი ეტაპი 2 წუთს გრძელდება. მასაჟი გაიკეთეთ ისე, როგორც მე-16 სურათზეა ნაჩვენები. კანის გაწითლება ბუნებრივი მომენტია, - სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება კანის ქვედა და ზედა ფენებში.
2. შინაურული მასაჟი სალონში სტუმრობას აგარიდებთ. ეს იაფი და გამოცდილი მეთოდია.
მეორე ეტაპი მხოლოდ მიმიკურ ნაოჭებში სისხლის კი არა, ლიმფის მომოქცევასაც აუმჯობესებს. დაიჩქიტეთ სახე ხაზების მიხედვით 2 წუთის განმავლობაში მე-16, მე-17 და მე-18 სურათის ხაზების მიხედვით გაიკეთეთ.
1 წუთი მოანდომეთ ძლიერ ჩქმეტას ცხვირისა და ლოყების ზონაში, ისე, როგორც მე-19 სურათზეა ნაჩვენები.
3. მასაჟის მესამე ეტაპია თითების ჯერ მსუბუქი, შემდეგ კი ძლიერი დაჭერა თვალებისა და ყვრილამების ზონაში. პროცესი 3 წამი გრძელდება. ორიენტირი აიღეთ მე-20 სურათზე. მასაჟის ხანგრძლივობა 2 წუთია.
4. მასაჟის დასასრულ გადადით 21-ე სურათზე ნაჩვენებ წერტილებზე. მსუბუქი დაჭერით გაიკეთეთ მასაჟი.
მასაჟი დაასრულეთ თითების მსუბუქი დარტყმით, იმ ხაზების მიხედვით, რომელიც 23-ე სურათზეა ნაჩვენები.
ახლა უკვე იცით, როგორ უნდა გაიკეთოთ ნაოჭების საწინააღმდეგო მასაჟი. კანი გაგიახალგაზრდავდებათ, დაიბრუნებს ჯანსაღ იერს და გაქრება ნაოჭები. მთავარია, პროცედურა სისტემატურად აკეთოთ.
გაუზიარეთ მეგობრებს ეს ძვირფასი რჩევა. ასეთი მასაჟი ნებისმიერ ასაკშია სასარგებლო.