შეგიძლით ვახშამი ჰავაიურ დღესასწაულს დაამსგავსოთ, იისა და ვარდის ფურცლები თეფშზე დაილაგოთ და მიირთვათ. თუმცა, ჯერ გავერკვეთ, რომელი ყვავილების ჭამა შეგვიძლია, როგორ და რისთვისაა სასარგებლო.
ძველადვე მიხვდა ხალხი, რომ ყვავილების თაიგულით მხოლოდ ტკბობა კი არა, მათი დაგემოვნებაც შეიძლებოდა. მარტივი მაგალითი _ ვარდის მურაბაა. თუმცა, ვარდის გარდა სხვა ყვავილების ჭამაც შეგვიძლია.
ნასტურცია
სასარგებლო თვისებები: ანტიბიოტიკი ტროპეოლინი, C ვიტამინი, ფლავონოიდები;
გემო: მოტკბო, მკვეთრი;
როგორ გამოვიყენოთ: დაუმატეთ სალათებს, მორთეთ ცივი და ცხელი კერძები.
ვარდი
სასარგებლო თვისებები: ეთერზეთები, C ვიტამინი;
გემო: მომწარო-ტკბილი;
როგორ გამოვიყენოთ: მშრალ ფოთლებს ჩაიში უმატებენ, ნედლს - სალათებში, დესერტებში, სასმელებში.
ივან-ჩაი
(ქართულად თხაწართსალა ჰქვია. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ცნობილია სხვა სახელებითაც: ყულაფი, ხარიკუდა)
სასარგებლო თვისებები: ფლავონოიდები, აქვს ანთებსაწინააღმდეგო თვისებები;
გემო: ნაზი;
როგორ გამოვიყენოთ: დაუმატეთ სალათებსა და სასმელებში.
ყაბაყის ყვავილი
სასარგებლო თვისებები: მინერალური მარილები, კაროტინი;
გემო: ნაზი
როგორ გამოვიყენოთ: გაუკეთეთ გულსართი და შეწვით ბლომად ცხელ ზეთში.
ია
სასარგებლო თვისებები: ფიტოესტრაგენი, სალიცილმჟავა;
გემო: მოტკბო;
როგორ გამოვიყენოთ: მორთეთ დესერტები, კოქტეილებისთვის გაყინეთ ყინულის კუბებთან ერთად.