მედეა რურუა გადაცემა "დღის შოუთი" უამრავმა ადამიანმა გაიცნო. როგორც ქალბატონი ჰყვება, შედარებით ასაკოვან მამაკაცს გაჰყვა ცოლად, თუმცა გათხოვებიდან მალევე დაორსულდა.
ფეხმძიმობა ჩვეულებრივ მიმდინარეობდა და 2007 წელს, როცა ბავშვის გაჩენის დრო დადგა, მშობიარობამ სენაკის საავადმყოფოში მოუწია, სადაც ექიმების შეცდომის გამო 4-კილონახევრიანი ბავშვი მუცელშივე გაეგუდა...
ამის შემდეგ წლები ვერ ფეხმძიმდებოდა და წყვილმა გადაწყვიტა, ხელოვნური განაყოფიერებისთვის მიემართა. მეუღლის სპერმით ინვიტრო-განაყოფიერება მოხდა, ერთი ნიმუში კი, მეუღლისავე მოთხოვნით, სინჯარაში შეინახეს.
ექიმთან კონსულტაციაზე მიდიოდნენ, მაშინ ქალბატონი მედეა ერთი თვის ორსული იყო, რომ ქმარს მოულოდნელად გულის შეტევა დაემართა და გარდაიცვალა... ნერვიულობის ნიადაგზე ორსულობაც შეწყდა და მუცელი მოეშალა... წაიკითხეთ სრულად...