თავად სიტყვა ეტიკეტი ბევრისთვის წარსულის გადმონაშთად ითვლება. კარგი მანერები, ისეთები, როგორიც ”მადლობისა” და ”გამარჯობის” თქმაა, ეტიკეტში ნუ აგერევათ და რაც მთავარია, ეცადეთ, ეტიკეტი არ დაარღვიოთ.
1. აპლოდისმენტი
ტაში დაკვრისას ხელები უნდა გეჭიროთ მკერდის და არა სახის წინ. ამასთანავე, ხელისგულები მარცხნივ უნდა გქონდეთ გადახრილი.
2. ავტომობილში ჩაჯდომა
ჯერ უნდა დაჯდეთ და ფეხები მერე შეალაგოთ ავტომობილში.
3. არასწორად ჭამთ კარაქს
კარაქის მცირე ულუფა უნდა მოჭრათ მთლიანი ნაწილიდან, დაიდოთ თეფზე და იქიდან აღებული კარაქი უნდა წაუსვათ პურზე. ამგვარად, კარაქს პურის ნამცეცების მოხვედრისგან დაიცავთ.
4. თითის ტაკება
თუ ვინმესთვის რაიმეს მითითებას თითის გაშვერით აპირებთ, ეცადეთ, ხელისგული გაშლილი გქონდეთ.
5. დახველება მარჯვენა ხელში
მარჯვენა ხელი, ანუ ”სოციალური ხელი” სუფთა უნდა გქონდეთ, ხელის ჩამორთმევა რომ დაგჭირდეთ?..
6. ცარიელი ჭურჭლის დაბრუნება
თუ ქვაბი, თეფში ან რაიმე ითხოვეთ, ცარილი არ დააბრუნოთ, ერთი ცალი კანფეტი მაინც გააყოლეთ.
7. სვამთ, როცა თქვენს სადღეგრძელოს ამბობენ
დაიცადეთ, მადლობა მოახსენეთ მას, ვინც გადღეგრძელათ და მერე დალიეთ.
8. მარილი პილპილთან ერთად უნდა გადააწოდოთ
იმ შემთხვევაშიც კი, თუ სუფრაზე მხოლოდ მარილი მოგთხოვეს, მაინც პილპილთან ერთად უნდა გადააწოდოთ, რადგან ერთიანად ითვლება.
9. ვიზუალური კონტაქტი სადღეგრძელოს დროს
თუ ადამიანს სუფრაზე ჭიქა უნდა მიუჭახუნოთ, ვიზუალური კონტაქტიც აუცილებელია.
10. ჩანთა მარცხენა მხარეს
ისევ ”სოციალური ხელის” პრინციპი მოქმედებს. მარჯვენა ხელი თავისუფალი უნდა გქონდეთ.
11. პატარძლის მილოცვა
შეიძლება უჩვეულოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ ქორწილში მხოლოდ ნეფეს ულოცავენ დაქორწინებას, რადგან მან შეძლო კარგი საცოლის არჩევა. პატარძალს კი ბედნიერება უსურვეთ.