ეს გახლავთ სანდრო დელ პრეს ცნობილი ნახატი "დელფინების სასიყვარულო გზავნილი". ნახატზე გამოსახულია 9 მოჭყუმპალავე დელფინი. თუმცა, შესაძლოა, თქვენ დაინახოთ შიშველი, ჩახუტებული წყვილი.
აღქმის უნარი ჩვენს აზროვნებაზეა დამოკიდებული. მაგალითად, ბავშვები ამ ნახატზე მუდამ დელფინებს ხედავენ, დიდები კი შიშველ ჩახუტებულ ქალსა და მამაკაცს. ეს იმიტომ, რომ ბავშვებს დელფინები უფრო ხშირად უნახავთ, ვიდრე შიშველი ადამიანები.
მაგრამ რაც უფრო ვიზრდებით, მით უფრო ნაკლებად ვხედავთ დელფინებს. ტვინი დამოუკიდებლად გვაწვდის მეტ-ნაკლებად შესაბამის ახსნას. ის კი ყოველთვის სწორი არ არის.