მწვანე და თეთრი ჩაის დეტოქსთვისებებზე ყველას სმენია, მაგრამ არის ჩაის ნაკლებად ცნობილი სახეობა, რომელიც ნაკლებად თუ არა, მეტად ეფექტურია და ამასთან, სასიამოვნო გემო აქვს.
მიაქციეთ ყურადღება როიბუშს
მას კიდევ წითელ ჩაის ან ჰანიბუშ ჩაის უწოდებენ. როიბუში სამხრეთ აფრიკიდანაა. მას უშაქროდაც სასიამოვნო გემო და უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია.
გთავაზობთ წითელი ჩაის სასარგებლო თვისებების ჩამონათვალს და მომზადების რეცეპტს.
ეს ჩაი არ შეიცავს კოფეინს
როიბუში - შესანიშნავი არჩევანია მათთვის, ვინც დიდი ოდენობით კოფეინს მოიხმარს. ის არ შეიცავს კოფეინს, შესაბამისად, მაღალი წნევის, ნერვული აღგზნებადობისა და უძილობის მიზეზი ვერ გახდება. როიბუში არ გადის დეკოფეინიზაციის ქიმიურ პროცესს, როგორც მწვანე და შავი ჩაი.
როგორ გავხადოთ როიბუში კიდევ უფრო სასარგებლო: შეურიეთ წითელი ჩაის ჯანჯაფილი, კარდამონი, შავი პილპილი და მოამზადეთ უკოფეინო ჩაის მასალა.
და თუკი მას დაჭრილ მარწყვსა და მანგოს დავუმატებთ, მივიღებთ ხილისარომატიანი მწვანე ჩაის შესანიშნავ ალტერნატივას.
როიბუში ანტიოქსიდანტების საბადოა
ფინჯანი როიბუში მოჭარბებულ მჟავიანობას ებრძვის. ასევე - პროცესს, რომელიც უჯრედების დაბერებასა და ავადმყოფობებს იწვევს.
როგორ გავხადოთ როიბუში კიდევ უფრო სასარგებლო: მოათავსეთ ჩაი მაცივარში მთელი ღამით. მიიღებთ მაგარ, ცივ როიბუშს.
როიბუში მძლავრი ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა
ქრონიკული ანთებები უამრავ დაავადებას იწვევს. მწვანე როიბუში შეიცავს 2 მნიშვნელოვან ანტიოქსიდანტს - aspalathin-სა და nothofagin-ს, რომლებიც ებრძვის ანთებას.
როგორ გავხადოთ როიბუში კიდევ უფრო სასარგებლო: დაამატეთ ჩაიში ანთების საწინააღმდეგო დამატკბობელი - თაფლი.
როიბუში ასევე ამაგრებს ძვლებს და ხელს უწყობს ზედმეტი წონის დაკლებას, რადგან შესანიშნავად ახშობს შიმშილის გრძნობას.