რა სურთ ქალებს? ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა ვერც მელ გიბსონმა მოახერხა ამავე სახელწოდების ფილმში და ვერც ექსტრავაგანტურმა მწერალმა ალან ფრანცისმა თავის ბესტსელერში “ყველაფერი, რაც კაცებმა იციან ქალების შესახებ”, რომლის 200 ფურცლიდან ყველა ცარიელია.
ავტორმა წიგნი 1989 წელს გამოსცა და მალევე დააანონსა, რომ ეს ყველაფერი არ არის და წიგნს აუცილებლად ექნებოდა გაგრძელება, რადგან ქალის ბუნების და სურვილების შეცნობა შეუძლებელია და მას 200 ცარიელი ფურცელი ვერანაირად ვერ ასახავს. და მაინც, რა სურთ ქალებს? ამ მარადიულ შეკითხვაზე ალბათ ზუსტად იმდენივე განსხვავებული პასუხი არსებობს, რამდენი ქალიც მოიძებნება დედამიწაზე, თუმცა მაინც არის ერთი სურვილი, რომელიც ყველა ქალს აერთიანებს - ლამაზი და მოვლილი სხეული. დიახ, განურჩევლად ეროვნებისა და ასაკისა, ყველა ქალს უყვარს თავის მოვლა. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე, შემეჯამებინა ტოპ-5 თავის მოვლის პროცედურა, რომელიც ყველა ქალს სჭირდება იმისათვის, რომ უფრო ლამაზად გამოიყურებოდეს და შესაბამისად, უფრო მეტად მიმზიდველი და სასურველი იყოს მამაკაცებისთვის.
1) რუჯი
ზაფხულის რუჯის შენარჩუნება და გაგრძელება ზამთრის პერიოდშიც არის შესაძლებელი. South Seas არის მაღალი ხარისხის სპრეი, რომელიც ზედმეტი წვალების გარეშე გაძლევთ საშუალებას, მიიღოთ სასურველი ფერი ნებისმიერი ტიპის კანზე. South Seas-ს პროდუქციას მსოფლიოს წამყვან ესთეტიკურ კლინიკებში იყენებენ, მათ შორის, Bodyline-შიც. იგი ნამდვილად დააკმაყოფილებს იმ მანდილოსნების მოთხოვნებს, ვინც ჯერ კიდევ ზაფხულის პერიოდს და რუჯს მისტირის.
2) კრიოლიპოლიზი და გასახდომი მასაჟები
ალბათ, ყველა ქალს აწუხებს ზაფხულში ზღვის ჰაერზე მომატებული ჭამის მადა და ამის შესაბამისად, ქალაქში დაბრუნების შემდეგ მომატებული კილოგრამები. ამ პრობლემის გადაჭრისათვის მარტივ გზას ესთეტიკ-ცენტრი Crea’ Ttif გთავაზობთ, სადაც შეგიძლიათ ჩაიტაროთ როგორც კრიოლიპოლიზის გასახდომი პროცედურა, ასევე ანტიცელულიტური და სარელაქსაციო მასაჟი.
3) დიოდური ეპილაცია.
კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც ზაფხულის სეზონს მოჰყვება, ეს არის ეპილაციის აკრძალვა გარუჯულ კანზე, თუმცა ნუ შეშინდებით, ვინაიდან უკვე ამის ალტერნატივაც არსებობს. კლინიკა LEPIDUS Deluxe გთავაზობთ დიოდურ ეპილაციას უახლესი თაობის აპარატით Soprano Ice 2015, რომელიც მსოფლიოში ყველაზე გამოცდილ და სტაბილური შედეგის მომტან საშუალებად ითვლება. კლინიკა LEPIDUS Deluxe-ის გამოცდილი სპეციალისტების დახმარებით თქვენ ნამდვილად შეძლებთ სამუდამოდ დაემშვიდობოთ არასასურველ თმას, უმტკივნეულოდ, გარუჯულ კანზეც კი.
კლინიკა La Belle Medical გთავაზობთ გაახალგაზრდავების უნიკალურ პროცედურას, მაღალეფექტური და უსაფრთხო მეთოდით, რომელსაც პლაზმოლიფტინგი ეწოდება. ეს პროცედურა საკმაოდ კომფორტულია და სულ რაღაც 30 წუთი გრძელდება. პლაზმოლიფტინგის მიზანია კანის გაახალგაზრდავების ბუნებრივი პროცესების აქტივაცია და მას საკმაოდ ხანგრძლივმოქმედი ეფექტი აქვს.
რაღა დაგვრჩენია სრულყოფილებამდე მას შემდეგ, რაც გავიკეთეთ რუჯი, მოვიცილეთ არასასურველი თმა, ცოტა ასაკიც ჩამოვიკელით და აღარც ზედმეტი კილოგრამები გვაწუხებს? მგონი, დროა, ახლა თვალის ფერს მივხედოთ. “Safilo” გთავაზობთ ნებისმიერი ფერის FRESHKON-ის ფირმის უმაღლესი ხარისხის ლინზას, რომელიც უზრუნველყოფს თვალის მაქსიმალურ სილამაზეს და უსაფრთხოებას. FRESHKON არის ერთადერთი ფერადი კონტაქტური ლინზა, რომელიც ბუნებრივად ჯდება თქვენი თვალის ფერზე. შესაბამისად, იგი ხაზს უსვამს ბუნებრივ სილამაზეს და იძლევა სრულყოფილ ეფექტს.
ესეც ასე, თქვენ უკვე ნამდვილად ხართ სრულყოფილი ქალი, რომელიც მიმზიდველი და სასურველია ყველა მამაკაცისთვის.