ფუკუსი - ზღვის წყალმცენარეა, რომელშიც მაკრო და მიკროელემენტების, ვიტამინებისა და მინერალების უნიკალური ნაკრებია.
უამრავი ადამიანი იღებს მას, როგორც ბიოდანამატს. განსაკუთრებით სასარგებლოა გამხმარი წყალმცენარის გამოყენება წელიწადის ცივ დროს, როდესაც ორგანიზმი ყველაზე მეტად საჭიროებს სასარგებლო ვიტამინებს.
წყალმცენარე ფუკუსი
ბევრმა არ იცის, რომ ეს პროდუქტი წონაში დაკლებისთვის ძალიან ეფექტურია. ხშირად ზედმეტი ცხიმი არასწორი ნივთიერებათა ცვლის ბრალია. ფუკუსს ამ პრობლემის მოგვარება შეუძლია, მეტაბოლიზმის საგრძნობლად დაჩქარებით.
ფუკუსი დიდი ოდენობით ალგინატებს შეიცავს, რომლებიც დადებითად ზემოქმედებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე, არეგულირებს ქოლესტერინის შემცველობას.
ზედმეტი წონის მოსაცილებლად, უნდა მიიღოთ დაფქული ფუკუსი, 1 ჩ.კ. დღეში სამჯერ და უნდა დალიოთ დიდი ოდენობით წყალი, დაახლოებით 3 ლიტრი დღეში. ასევე, ფუკუსის გამოყენება შეგიძლიათ სანელებლის სახით საკვებში.
უნდა აღინიშნოს, რომ წყალმცენარეს საკმაოდ სპეციფიკური გემო და სუნი აქვს. ამიტომ ნუ გამოიყენებთ საკვებში დიდი ოდენობით.
მიუხედავად თავისი სასარგებლო თვისებებისა, ფუკუსი რეკომენდებული არ არის ადამიანებისთვის, რომლებსაც ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციები აქვთ დარღვეული.