თბილისში მეორადი ტანსაცმლის უამრავი მაღაზიაა, რომლებსაც ბევრი ადამიანი სტუმრობს. აქ შეგიძლია მსოფლიო ბრენდის, ხარისხიანი და ორიგინალური სამოსი ხელმისაწვდომ ფასად შეიძინო. "ამბები.გე" შეეცადა გაერკვია, რომელი ცნობილი ადამიანები სტუმრობენ მეორადი ტანსაცმლის მაღაზიებს.
თიკა ჯამბურია
ვერ ვიტყვი, რომ ხშირად დავდივარ მეორადი ტანსაცმლის მაღაზიებში ან ბაზრობებზე, მაგრამ მეც შემიძენია იქ ტანისამოსი. როცა საზღვარგარეთ ვარ, ყოველთვის ვსტუმრობ "აუთლეტ" მაღაზიებს და რამე თუ მომეწონება, ვყიდულობ.
მაკა ცინცაძე
რამდენჯერმე შემიძენია მეორადი ტანსაცმელი. მომეწონა და ვიყიდე, ტანსაცმლის ძებნა ძალიან მეზარება. ვნახე, მომეწონა და ვიყიდე. არ "ტეხავს" მეორადში ტანსაცმლის ყიდვა, "ლაქშერი" რომ არ უტყდებათ, ეგ ისედაც ვიცით. მთავარი განწყობაა და ვინ, სად, რას იყიდის, ეს მეათასეხარისხოვანია. სამოსის ყიდვისას ამდენს არ ვფიქრობ, სხვა, გაცილებით მნიშვნელოვანი ამბები ხდება ჩვენ გარშემო.
თამუნა მუსერიძე
ტანსაცმელი თუ მომეწონება, ჩემთვის სულერთია, სად ვიყიდი. მეორადებშიც ხშირად შემიძენია და სიამოვნებით ვიცვამ იქ შეძენილ სამოსს. ე.წ. დეზერტირების ბაზრობაზე იყიდება კარგი მეორადი ტანსაცმელი. განაგრძეთ კითხვა ambebi.ge-ზე