ორგანიკული ბრენდის Aveda გენერალურ დირექტორს, იენ მაილ ბლექს, გენიალური იდეა მოუვიდა თავში. კონტურინგის - მაკიაჟის ტექნიკის პოპულარობის პიკზე, რომელიც სახის ამა თუ იმ ნაწილზე ახდენს აქცენტირებას და ვიზუალურად უფრო სკულპტურულს ხდის, მან იფიქრა, შეიძლება თუ არა სახის ფორმის შეცვლა თმის ფერთა აქცენტის მეშვეობით.
პრინციპს სწორედ კონტურინგს დაესესხა: მუქი და ღია ფერები ერთმანეთს ეხამება, მაგრამ პოპულარული ბალაიაჟისგან განსხვავებით, ეკლიპტინგი ბაზირდება უფრო მკვეთრ კონტრასტზე.
”ჩემთვის მთავარი იყო, გამეგო, თუ როგორ დამესვა სწორად ფერთა აქცენტები, თითოეული ქალისთვის ოპტიმალური შეღებვა რომ შემერჩია. სახის ფორმა ხომ ყველას განსხვავებული აქვს, კანის ფერიც, მე კი ისეთი ტექნიკა უნდა შემედგინა, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი სტილისტი უმალვე მიხვდებოდა, როგორ ემოქმედა. ტექნიკის შემუშავებას ერთი წელი დასჭირდა, მაგრამ მოხარული ვარ, რომ შემიძლია ვთქვა: ჩვენ ეს შევძელით! თმის ახალი შეღებვა, რომელიც ცვლის სახის ფორმას - ეკლიპტინგი - ეს ჩვენი გენიალური გამოგონებაა”.
ტექნოლოგიის ყველა ნიუანსი ჯერ ცნობილი არ არის, მაგრამ იენი რამდენიმე დეტალს გვიზიარებს: ”თვალების ვიზუალურად გასადიდებლად, მე "ჩოლკის" ძირებისთვის უფრო მუქ ფერს შევარჩევ, და თუ ლოყების შეთხელებაა ამოცანა - მაშინ, მუქი ტონი დალალებზე უნდა გადანაწილდეს. გარდა ამისა, ასეთი შეღებვით თხელი თმა მოცულობას იძენს.”
ახალი ტექნიკა აშშ-სა და ევროპაში დიდი ოვაციებით მიიღეს. მოუთმენლად ველით ჩვენთანაც!