მუდრა - განსაკუთრებული აღმოსავლური პრაქტიკაა, რომელიც ხელს უწყობს პოზიტიური ენერგიის გადანაწილებას ადამიანის ორგანიზმში.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს არის განსაკუთრებული გიმნასტიკა, რომელიც ადამიანის ენერგიას მართავს - მასზე ხელის თითების ენერგეტიკული არხების მეშვეობით ზემოქმედებს.
დღეს ჩვენ შევისწავლით რამდენიმე ძირითად მუდრას, რომლებიც ძალებითა და სასიცოცხლო ენერგიით მოგამარაგებენ. თითოეული ვარჯიში ყოველდღიურად 1 წუთის განმავლობაში სრულდება.
თითების იოგა
სურია-მუდრა
![йога для рук мудры](https://takprosto.cc/wp-content/uploads/y/yoga-dlya-ruk/1.jpg)
ეხმარება მათ, ვინც ცდილობს, ზედმეტი კილოგრამები მოიცილოს. თითების ასეთი წყობა აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას და აჩქარებს მეტაბოლიზმს.
ფრითჰვი-მუდრა
![йога для рук мудры](https://takprosto.cc/wp-content/uploads/y/yoga-dlya-ruk/2.jpg)
თითების ასეთი წყობა ძალიან აქტუალურია ზამთრის პერიოდში. მუდრა იცავს ორგანიზმს ინფექციისგან და ამაგრებს იმუნიტეტს.
ვაიუ-მუდრა
![йога для рук мудры](https://takprosto.cc/wp-content/uploads/y/yoga-dlya-ruk/3.jpg)
თითების ასეთი წყობა სასარგებლოა მათთვის, ვინც უმნიშვნელო რამეებზე შფოთავს. მუდრა აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ამშვიდებს ნერვულ სისტემას.
შუნია-მუდრა
![йога для рук мудры](https://takprosto.cc/wp-content/uploads/y/yoga-dlya-ruk/4.jpg)
ასეთი თითების მედიტაცია ეხმარება ტკივილის გაყუჩებაში და ხსნის დაღლილობას. უმჯობესია, მძიმე სამუშაო დღის შემდეგ შეასრულოთ.
ვარუნა-მუდრა
![йога для рук мудры](https://takprosto.cc/wp-content/uploads/y/yoga-dlya-ruk/5.jpg)
შეასრულეთ ეს მუდრა ორგანიზმში სითხის ბალანსის გასაუმჯობესებლად. ასევე, ვარუნა-მუდრა ეხმარება ჰორმონალური დარღვევების დროს.