აქტივირებული ნახშირის სარგებელზე კუჭ-ნაწლავის პრობლემების დროს, ყველასათვის ცნობილია, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ მისი გამოყენება ძალიან ეფექტურია კანის სხვადასხვა დაავადების დროს, ზედმეტი წონის მოსაცილებლად და კბილის ემალის გასათეთრებლად.
ნახშირი შესანიშნავი საშუალებაა დეტოქსისთვის. ამიტომაც ეფექტურია იგი წონაში დაკლების მსურველებისთვის. პრეპარატი წმენდს კუჭს, სწორად ამზადებს ორგანიზმს დიეტისთვის. ნახშირის ყოველდღიურად მიღება არ შეიძლება, მაგრამ მისი რეგულარული გამოყენება კარგად შედგენილ რაციონთან ერთად, ხელს უწყობს წონაში სწრაფად დაკლებას.
ნახშირის უნიკალური თვისებები ათეთრებს კბილებს. ჩაიტარეთ ეს პროცედურა კვირაში ორჯერ, ჰოლივუდური ღიმილის მისაღებად:
• ჩვეულებრივი კბილის პასტა წაუსვით ჯაგრისს, შემდეგ ამოავლეთ დაფხვნილ ნახშირში.
• გაიხეხეთ კბილები ჩვეულებრივად, კარგად გამოივლეთ პირის ღრუ.
ჯანსაღი კანის მისაღებად, გაიკეთეთ ეს მარტივი ნიღაბი:
• დაფქვით ნახშირის აბი, შეურიეთ ალოეს წვენს და ვარდის წყალს (თითო კოვზი)
• მიღებულ მასას დაუმატეთ ერთი მწიკვი მარილი და 5 წვეთი ნატურალური ზეთი (მაგალითად, ჩაის ხის ზეთი)
• წაისვით მასა სახეზე, გაშრობის შემდეგ კარგად დაიბანეთ.

მართლა ახდუნებს თუ არა ნახშირის აბები და როდის გამოვიყენოთ
