გახმაურებული ტრაგედიიდან დაახლოებით სამ თვეში მერაბ კვირიკაშვილის რაგბის მოედანზე გამოჩენას საზოგადოების კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა. ერთნი მორაგბის დასჯას ითხოვენ, მეორენი კი კრიტიკოსებს სიტუაციაში გარკვევისკენ მოუწოდებენ და მერაბ კვირიკაშვილის მდგომარეობაში შედიან.
საზოგადოების მხრიდან მწვავე შეფასებებს გამოეხმაურა მერაბ კვირიკაშვილის გარდაცვლილი მეუღლის, ანანო ბუაძის მეგობარი, ვიქტორია ეზუგბაია, რომელმაც ავარიის ახალ დეტალზე ისაუბრა პოსტში. მოგვიანებით, ატეხილ აჟიოტაჟს "ფეისბუქის" პირად გვერდზე უპასუხა ავარიის შედეგად გარდაცვლილი ნუცა კალანდარიას დედამ, ქეთი შელეგიამ:
"მინდა ვუპასუხო ყველა ადამიანს, ერთი ამბავი ატეხეს გამსახურდიას პოსტთან დაკავშირებით. მე არ მაინტერესებს სხვისი აზრი, საკუთარიც მყოფნის.
1. ის, რომ კვირიკაშვილს არავინ უჩივლა, იმ ბავშვების დამსახურებაა, რომლებიც მან დააობლა და არ მინდა, რომ კატოსავით (დაღუპული ნუცა კალანდარიას და გიორგი პაპასკირის შვილი) მთლად უპატრონოდ გაიზარდონ, ანუ უდედმამოდ.
2. რაც შეეხება მის უდანაშაულობას, აქ ვერ დაგეთანხმებით, საკმაო ინფორმაცია მაქვს და ჭკუაც მყოფნის იმის მისახვედრად, რომ ის დამნაშავეა.
3. რაც შეეხება რაგბს, მე ვთვლი, რომ ეს მისი სამსახურია და თავისი ოჯახის სარჩენად ის სამსახურს უნდა დაბრუნებოდა. და ბოლოს, თუ მას სინდისი აქვს, ის ღამე მშვიდად დიდხანს ვერ დაიძინებს, ამიტომ მას მე მგონი, ციხე არაფერში სჭირდება, თუ არა და, თვითონ იცის თავისი საქმის, თუმცა დაზარალებულების ოჯახებისთვის ბოდიში მაინც უნდა მოეხადა... ეს ჩემი პირადი აზრია და ამ აზრს ვერავის კომენტარი ვერ შემაცვლევინებს!" - წერს ავარიაში დაღუპულის დედა. იხილეთ სრულად