ფიჭვის რძე: მწეველების ფილტვების გაწმენდა მარტივი და ეფექტური ხალხური მეთოდით - Marao

ფიჭვის რძე: მწეველების ფილტვების გაწმენდა მარტივი და ეფექტური ხალხური მეთოდით

2016-10-29 14:10:33+04:00

ფილტვებისა და ბრონქების გაწმენდის ეს ხალხური საშუალება ყველაზე უსაფრთხოა მწეველებისთვის და იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სასუნთქი ორგანოების დაავადებები აწუხებთ (ქრონიკული ბრონქიტი, პნევმონია).

მაშ ასე, ფიჭვის რძე შემდეგნაირად მზადდება:

მასალა:

3 ფიჭვის გირჩი

ფიჭვის ქერქი (დიდი მონეტის დიამეტრის)

0,5 ლიტრი რძე

მომზადების წესი:

კარგად გარეცხეთ გირჩები

დაასხით ფიჭვის გირჩებსა და ქერქს მღუღარე რძე

დააყენეთ თერმოსში 3-4 საათით.

შემდეგ კარგად დაწურეთ მარლით.

გამოყენება:

მიიღეთ ფიჭვის რძე დღეში ორჯერ თითო ჭიქა უზმოზე და ძილის წინ. ხალხური გაწმენდის კურსის ხანგრძლივობა გახლავთ 1-2 თვე. ფიჭვის რძე ძალიან ეფექტურად ასუფთავებს ფილტვებსა და ბრონქებს სისველისგან. იგი განსაკუთრებით სასარგებლოა მწეველებისთვის და ადამიანებისთვის, ვისაც ქრონიკული ბრონქიტი ან ასთმა აწუხებს.