თანამედროვე ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა, საკმაოდ კარგად იქნას იმიტირებული ბუნებრივი ტყავის არა მხოლოდ სტრუქტურა, არამედ სუნიც კი. ამიტომ ძალიან ხშირად, გაუცნობიერებელი მომხმარებლისთვის თითქმის შეუძლებელი ხდება ნამდვილი ტყავის ხელოვნურისგან განსხვავება და იძულებულია, გამყიდველის "პატიოსან" სიტყვას ან მაღაზიის პრესტიჟს ენდოს.
თუმცა, არც ერთი მათგანი ხშირად სანდო არ არის. ამიტომ გთავაზობთ რამდენიმე კრიტერიუმს, რომლებიც დაგეხმარებათ, მაღაზიაშივე გაარჩიოთ ერთმანეთისგან ხელოვნური და ბუნებრივი ტყავის ნაწარმი.

1. თბოგამტარობა
ბუნებრივი ტყავი შეხების შედეგად მალე გათბება, ოღონდ დარჩება მშრალი. ტყავის შემცვლელი კი გათბება მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ, ხელზე კი ამ დროს ოდნავ სისველეს იგრძნობთ.
2. სისქე და კიდეები
ბუნებრივ ტყავი ჩვეულებრივ ტყავის შემცვლელზე უფრო სქელია და აქვს უფრო მომრგვალებული და უხეში კიდეები. ხელოვნურ მასალას კი გლუვი და თანაბარი კიდეები აქვს.
3. ელასტიკურობა

თუ ნატურალური ტყავის ნაწარმს ხელს დავაჭერთ, დაჭერის მომენტში გაჩნდება წვრილი ნაოჭები, გასწორებისას კი მაშინვე გაუჩინარდება. ნატურალური ტყავი გაწელვის შემდეგ სწრაფად იბრუნებს პირვანდელ მდგომარეობას.
4. ფერი
დაჭერის, გაწელვისა თუ მოხრის დროს ბუნებრივი ტყავი არ იცვლის ფერს. ხელოვნურმა კი შეიძლება შეფერილობა შეიცვალოს.
5. სუნი
ხელოვნურ ტყავს შეიძლება მკვეთრი ქიმიური სუნი ჰქონდეს. თუმცა დღეს უკვე ამ კრიტერიუმს ვეღარ ვენდობით, რადგან არსებობს სპეციალური ტყავის არომატიზატორები.
6. ფორები
ხელოვნური ტყავის ფორები ერთნაირი სიღრმისა და ფორმისაა, ნატურალურისა კი არათანაბრადაა გადანაწილებული.
7. საფუძველი
ბუნებრივი ტყავის ნაწარმზე ჭრების ადგილებს თუ დავაკვირდებით, შევამჩნევთ დიდი რაოდენობით ერთმანეთში გადახლართულ ბოჭკოებს. თუ ამგვარი ბოჭკოები არ არის და მათ მაგივრად ქსოვილი ან სხვა მასალაა, საქმე ტყავის შემცვლელთან გვქონია. იხილეთ სრულად