ქართველი მომღერალი თამთა გოდუაძე წლებია, საბერძნეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს. თამთა ბერძნული შოუბიზნესის გამორჩეული ვარსკვლავია. ქართველმა მაყურებელმა ის რამდენიმე წლის წინ "რუსთავი 2"-ის პროექტ "იქს ფაქტორიდან" გაიცნო, სადაც ჟიურის წევრი იყო.
მისი პირადი ცხოვრებაც მაშინვე გახდა ინტერესის სფერო. თამთა ამბობდა, რომ წლების წინ საქართველოდან პირად დრამას გაექცა.
მისმა ყოფილმა ქმარმა, შმაგი ხაჭვანმა ქართულ ტაბლოიდებთან გულახდილად ისაუბრა.
''მე და თამთამ პატარა ასაკში შევქმენით ოჯახი, ის 14 წლის იყო, მე კი 16-ის. ჩვეულებრივად გავიცანით ერთმანეთი. დაახლოებით 6 თვე ვიყავით შეყვარებულები და მერე გავიპარეთ. 6 წელი ვიყავით ერთად. როცა გავიზარდეთ, მივხვდით, რომ ის სიყვარული არ ყოფილა სიყვარული, რასაც ოჯახი ჰქვია და დავშორდით. იმან თავისი გზით გააგრძელა ცხოვრება, მე ჩემი გზით. იმაზე მწყდებოდა გული, რომ შვილთან არ მქონდა მამაშვილური ურთიერთობა, ტელეფონით და სხვადასხვა საშუალებით ვკონტაქტობდით. ზაფხულობით, როცა თბილისში ჩამოდის, 2–3 კვირით ჩემთან არის.''
თამთას და შმაგის საერთო ქალიშვილი ანი ხაჭვანი ჰყავთ. დღეს 21 წლის გახდა. თამთამ ამ დღეს სოციალურ ქსელში შვილთან ერთად გადაღებული ფოტო ატვირთა. იხილეთ ფოტო...