ამერიკული პოლიცია კვლავ იძულებულია გააფრთხილოს საზოგადოება თაღლითობის ახალი სახეობის შესახებ, რომელიც სოციალური ქსელების მეშვეობით ვრცელდება, ძირითადად, "ფეისბუქში".
ეს სქემა დიდი ხანია აპრობირებულია, მაგრამ უკვე სოციალურ ქსელებამდეც მიაღწია, სადაც ამჟამად უამრავი გულუბრყვილო დედა და ბებიაა დარეგისტრირებული.
აფერა იწყება იმით, რომ მოგდით წერილი "კეთილმოსურნისგან", რომელიც გარწმუნებთ, რომ უნდა გააგზავნოთ მათ სახელზე საჩუქრის სახით დაახლოებით 50-100$ და უკან 36 მსგავსი საჩუქარი სხვა მომხმარებლებისგან დაგიბრუნდებათ.
ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ამ სისტემის პირველ მომხმარებლებს მართლაც შეიძლება მსგავსი საჩუქარი მოუვიდეთ.
სამხრეთ ფლორიდის უნივერსიტეტის მასობრივი კომუნიკაციების ინსტრუქტორი კელი ბერნსი კარგად არის გაცნობიერებული ამ საკითხში:
"ხშირად ვიღებ მსგავს წერილებს. რამდენიმე ჩემი მეგობარი მონაწილეობს კიდეც ამ სისტემაში. ეს გახლავთ პირამიდის ტიპური სქემა. უბრალოდ, ვხედავთ, თუ როგორ ვრცელდება თაღლითობის ძველი მეთოდი ტექსტის მეშვეობით. სოციალურ ქსელში ამის განხორციელება ძალზე მარტივია. ამიტომ დაიმახსოვრეთ: ვინც არ უნდა მოგწეროთ, არასოდეს გაუგზავნოთ უცნობ ადამიანებს თანხა".