შეუხამებლის შეხამების ცოდნა - განსაკუთრებული ნიჭია, რომელიც ყველას არ გააჩნია. ქალმა შეიძლება მიიჩნიოს, რომ საკმაოდ მოდურად იცვამს, მაგრამ ამასთან, სულელურად გამოიყურებოდეს.
ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ, როგორ შეხამებებს უნდა ვერიდოთ, რომ იმიჯი უზადო გავხადოთ.
როგორ შევუხამოთ ტანსაცმელი
ქვედა ბოლო-ფანქარი და ჩექმები მუხლამდე. ასეთი შეხამება გამხდარ და გრძელფეხება ქალსაც ”გაასუქებს”. თუ მსუბუქი და ელეგანტური იმიჯის შექმნა გსურთ, უარი თქვით ასეთ კომბინაციაზე.
ტყავის ქურთუკი, ტყავის შარვალი, ტყავის ბოტილიონები. კარგია, თუ ბაიკერის შეყვარებული ხართ. შეინახეთ ეს იმიჯი თემატური წვეულებისთვის.
ბერეტი და სპორტული ქურთუკი. ეს კომბინაცია ხშირად გვხვდება და გამაოგნებელია. ბერეტი უხდება ლაბადას, სქელ ქურთუკს კი რაიმე სხვა ქუდი უნდა შეურჩიოთ.
სპორტული შარვალი და კლასიკური ფეხსაცმელი. შესაძლოა, ეს პოდიუმზე ლამაზად გამოიყურება, მაგრამ ყოველდღიურ ცხოვრებაში დაუშვებელია!
მოკლე ზედა და ელასტიკები. ელასტიკები ძალზე მოსახერხებელია, მაგრამ მასთან რაიმე გრძელი ზედა უნდა ჩაიცვათ.
ორი ან სამი დიდი ზომის ტანსაცმლის შეხამება. ოვერსაიზი მყუდრო და სასიამოვნო ჩასაცმელია, მაგრამ მოდური იმიჯის შესაქმნელად უმჯობესია, მხოლოდ ერთი ნივთი აირჩიოთ.
ერთი ფერის ქუდი, შარფი და ხელთათმანები. ერთ დროს ეს შეხამება განსაკუთრებული შარმის მაჩვენებელი იყო, მაგრამ ახლა ირგვლივ იმდენი საინტერესო აქსესუარია, შეგიძლია სხვადასხვა ფერი და ფაქტურა ლამაზად შეუხამოთ ერთმანეთს.
დაბალწელიანი ჯინსები და მოკლე მაისური. ეს შეხამება 2000-იან წლებში იყო მოდაში. ახლა კი ძალიან ვულგარულად და უგემოვნოდ გამოიყურება.
გამჭვირვალე კოლჰოტები ზამთარში. ”შიშველი” ფეხები მასიურ ქურთუკთან შეხამებაში - არაესთეტიკური სანახავია.
კოლჰოტები ღია ფეხსაცმელთან. არსებობს კოლჰოტების უამრავი ულტრათხელი მოდელი, რომელიც ფეხზე, პრაქტიკულად, შეუმჩნეველია, მაგრამ ზოგიერთი ღია ფეხსაცმელთან იცვამს მყარ და ბრჭყვიალა კაპრონსაც კი. განსაკუთრებით საშინლად გამოიყურება ეს, როცა ფრჩხილებზე წითელი ლაქი ჩანს.