ამ ყინვებში დღესასწაულების მოლოდინი თუ გაგვათბობს. თუ ჯერ კიდევ არ შეგიქმნიათ საახალწლო განწყობა, გირჩევთ გადახედოთ ჩვენ მიერ შემოთავაზებულ იდეებს და შთაგონდეთ ახალი წლის ღამისთვის.
როგორ გავაფორმოთ საახალწლო სუფრა
1. ახლომახლოს სახლთან აუცილებლად მოძებნით რამდენიმე გირჩს.
შეგიძლიათ შეღებოთ სხვადასხვაფრად გუაშებით ან სხვა საღებავით და ბუნებრივი მასალისგან შესანიშნავ საახალწლო აქსესუარს შექმნით.
2. მორთეთ სუფრა ლამაზად და ორიგინალურად დაკეცილი ხელსახოცებით. იხილეთ ვიდეოგაკვეთილი, როგორ გავაკეთოთ "ნაძვის ხე" ხელსახოცით.
3. რომელი ახალი წელია სანთლების გარეშე? ლამაზი, დეკორატიული სასანთლეები თავადაც შეგიძლიათ გააკეთოთ ჩვეულებრივი ღვინის ბოკლებით, დარიჩინის ჩხირებით ან ფორთოხლის კანებით.
4. შეგიძლიათ მორთოთ არა მხოლოდ მაგიდა, არამედ სკამებიც. აი, რამდენიმე იდეა.
5. და, რა თქმა უნდა, სუფრაზე აუცილებლად უნდა გქონდეთ თუნდაც ერთი თემატური კერძი. იმედი გვაქვს, მოგეწონათ იდეეები, თქვენს ფანტაზიასაც დაამატებთ და ულამაზეს, ჯადოსნურ გარემოს შექმნით შინ. ფოტოგალერეა და მასტერკლასები იხილეთ gemrielia.ge-ზე