მას არ ახსოვს, როგორ შესთავაზა ცოლობა და სავარაუდოდ, არც ქორწილის დღე დაამახსოვრდება, მაგრამ გოგონა მას ცოლად მაინც გაჰყვება.
ცხოვრებამ ისინი ისე შეახვედრა ერთმანეთს, როგორც ფილმში: წმინდა ვალენტინის დღეს, დუბლინში მოგზაურობისას... ეს იყო სიყვარული ერთი ნახვით. პირველმა წელმა სწრაფად გაირბინა და უილმა საყვარელ ქალს ხელი სთხოვა.
ცხოვრება კი მოულოდნელობებითაა სავსე... ერთხელ უილმა ქუჩაში მოულოდნელად გონება დაკარგა. საავადმყოფოში მას საშიში დიაგნოზი დაუსვეს, ტვინში სისხლის გაჟონვა. უილი ხელოვნურ კომაში შეიყვანეს...
მის შეყვარებულს, ემას - ექიმებმა უთხრეს, რომ შესაძლოა უილს აღარასოდეს გაღვიძებოდა.
”ერთადერთი სამედიცინო ახსნა, რომელიც მომცეს, იყო ის, რომ მე დავიბადე ასეთი სისხლჩაქცევის რისკით, როგორც ნელი მოქმედების ბომბი” - იხსენებს ახლა უილი.
ის მდგომარეობიდან გამოძვრა, მიუხედავად ნეგატიური პროგნოზისა. თუმცა, ავადმყოფობამ უკვალოდ არ ჩაიარა: ახლა უილს პრობლემები აქვს ხანმოკლე მეხსიერებასთან.
”მე მახსოვს უამრავი წვრილმანი 90-იანი წლებიდან, მაგრამ მავიწყდება ის, რაც 10 წუთის წინ მოხდა” - ამბობს უილი.
ერთხელ მან კბილები 8-ჯერ გაიხეხა, რადგან დაავიწყდა, რომ ეს უკვე გააკეთა. მას არ ახსოვს, როგორ სთხოვა ხელი ემს. არსებობს მხოლოდ ფოტოები, სადაც ის მის წინაშე მუხლებზე დაჩოქილი დგას.
შეყვარებულები ქორწილისთვის ემზადებიან და ცდილობენ, ყოველდღე ავარჯიშონ უილის ტვინი, რომ მან ქორწილის დღე დაიმახსოვროს.