მომღერალ სოფო ბედიას პოლიტიკოს ქმარს, მიშა მესხს, ახალ წელს ცოლის გამო ქეიფზე უარის თქმა უწევს, რადგან ამ დროს ყოველთვის საყვარელი ქალის გვერდით, მის კონცერტებზეა.
2 იანვრიდან ძველით ახალ წლამდე კი ყველა დღე მისია და კარგადაც მოილხენს ხოლმე.
წყვილის ქორწინება ორ წელს ითვლის. 2017 წლისგან ნანატრი შვილის იმედი და მოლოდინი აქვთ. სოფომ და მიშამ ახალი წლის საოჯახო ტრადიციებსა და ოჯახურ ცხოვრებაზე "სარკესთან" ინტერვიუში ისაუბრეს. გთავაზობთ ფრაგმენტებს ინტერვიუდან:
- ახალ წელს საჩუქრების მიძღვნის ტრადიცია თუ გაქვთ?
მიშა: კი და არამხოლოდ ამ დღესასწაულზე, 8 მარტს და დედის დღესაც ხშირია. ქალებისთვის ამდენი დღესასწაული არსებობს და კაცები დაჩაგრულები ვართ. ერთი 23 თებერვალი არსებობს და ისიც არ გახსოვთ!
- ერთმანეთის ჩაცმულობას აკონტროლებთ?
სოფო: მიშა ჩემს ჩაცმულობაში ნაკლებად ერევა. ერთადერთი, რაც არ მოსწონს, ღრმა დეკოლტეა, არადა, ვგიჟდები! უარის თქმა არ მომიწია, თუმცა სიღრმეები ცოტა ამოვავსე. სხვათა შორის, საჩუქრად კაბებიც მოაქვს და ისეთი, რომ ყოველთვის მერგება. გაგრძელება