ნაწლავების მუშაობის დარღვევები უამრავ ადამიანს აწუხებს. ექიმები აღნიშნავენ, რომ კუჭ-ნაწლავის რეგულარული წმენდა (კვირაში 3-4-ჯერ) - კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ჯანმრთელობის საწინდარია.
როგორ დავარეგულიროთ ნაწლავების მუშაობა
ყურადღება უნდა მივაქციოთ რაციონს: დავლიოთ მეტი წყალი, მენიუში ჩავრთოთ უჯრედისით მდიდარი პროდუქტები (ხილი, ბოსტნეული, რძის პროდუქტები).
უნდა ვისწავლოთ გრაფიკის მიხედვით კვება, ამგვარად, ორგანიზმს გაუადვილდება რეგულარული გაწმენდა. თუ ხანგრძლივი დროის განმავლობაში შეკრულობა გაწუხებთ, მოამზადეთ ეს სამკურნალო სასმელი. იგი დაგეხმარებათ სასარგებლო მიკროფლორის აღდგენაში და დაარეგულირებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას.
საჭირო მასალა
• 1 ჩ.კ. თაფლი
• 200 გრ წყალი
• 1 ჩ.კ. სელის თესლი
• 1 ს.კ. ჩიას თესლი (ესპანური სალბი)
• 1 ვაშლი
მომზადება
დაჭერით ვაშლი კუბებად. მოათავსეთ ბლენდერში ყველა ინგრედიენტთან ერთად და მოურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
დააყენეთ სასმელი 1 საათით.
მიიღეთ სასმელი ყოველ დილით უზმოზე, საუზმემდე 30 წუთით ადრე. მკურნალობის ხანგრძლივობა - 2 კვირა. ჩიას თესლი ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის დაჩქარებას და წონაში დაკლებას.