აირჩიეთ ნახატი, რომელზეც ტარების დროს თქვენი პოზაა გამოსახული და ნახეთ, ემთხვევა თუ არა თქვენი ხასიათი და მანქანის ტარების მანერა.
1. მინიმალისტი
ცხოვრებას იადვილებთ, როგორც შეგიძლიათ. თავს უსარგებლო ნივთები და ადამიანები არ გახვევიათ, მეგობრებად კი სწორხაზოვან და გულწრფელ ადამიანებს ირჩევთ.
2. მხიარული
თქვენს ტვინში მუდამ გიჟური იდეები იბადება. ყველა სიტუაციაში პოულობთ რაიმე სასაცილოს. ძალიან მხიარული და ენერგიული ხართ.
3. მშვიდობის მტრედი
არ გიყვართ კონფლიქტები და კამათი, ეს სულიერ წონასწორობას გიკარგავთ. თუკი ოდესმე ხმას ამაღლებთ, ახლობლებს ძალიან უკვირთ, რადგან არ არიან ამას თქვენგან მიჩვეულნი.
4. პერფექციონისტი
დიდ ყურადღებას აქცევთ დეტალებს, გიყვართ, როცა ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. გწამთ, რომ თუ რაიმეს აკეთებ - კარგად უნდა გააკეთო.
5. პანიკიორი
ხშირად ებრძვით საკუთარ შიშებს. შეგიძლიათ რამდენჯერმე დაბრუნდეთ შინ, რათა შეამოწმოთ, უთო ხომ არ დაგრჩათ ჩართული. არ გიყვართ რისკი და ენდობით მხოლოდ გამოცდილ ადამიანებს.
6. თავგადასავლების მაძიებელი
გიყვართ რისკი და მძაფრი შეგრძნებები. დანის პირზე სიარულს მიჩვეული ხართ, მიიჩნევთ, რომ ცხოვრებისგან მაქსიმუმი უნდა აიღოთ.
7. ბოსი
ბუნებით ლიდერი ხართ. ხელმძღვანელობის და ყველაფრის გაკონტროლების საოცარი ნიჭი გაქვთ. გარშემომყოფები ხშირად მოგმართავენ რჩევებისთვის.
8. სანდო
ხალხს უყვარხართ. ძალიან დიდ მხარდაჭერას პოულობენ თქვენში. გულწრფელად გიხარიათ სხვისი წარმატება და არ გერიდებათ აღფრთოვანების გამოხატვა.
9. ძალიან მაგარი
ცხოვრებისადმი შესაშური დამოკიდებულება გაქვთ. არ იღებთ ყველაფერს გულთან ახლოს და შესაძლოა მოეჩვენოთ, რომ ყველაფერი ფეხებზე გკიდიათ. ყველაზე რთულ მომენტებშიც კი თავდაჯერებულობას და სიმშვიდეს ინარჩუნებთ.
10. ტანკი
მუდმივად დაკავებული ხართ, არ გაქვთ დრო, ელოლიავოთ ყველას, ვინც გზად გადაგეღობებათ. პრობლემების ჩაკირკიტების ნაცვლად, მათ გადაწყვეტას არჩევთ. გარშემომყოფები აღფრთოვანებულნი არიან თქვენი მიზანდასახულობით.