სამხრეთ აფრიკაში, იოჰანესბურგში მცხოვრებმა წყვილმა ერთ დღეს გადაწყვიტა, დაეტოვებინა მაღალანაზღაურებადი, მაგრამ მოსაწყენი სამსახური სარეკლამო სააგენტოში და ერთი წლით მსოფლიოს გარშემო ემოგზაურა.
თუმცა, თავისუფლება არც ისე ტკბილი აღმოჩნდა, როგორც შეყვარებულებს წარმოედგინათ. თავიანთი ისტორიის შესახებ წყვილი "ინსტაგრამის" გვერდსა და ბლოგზე - How Far From Home ("რამდენად შორს სახლიდან") წერს.
შანელ კარტელს და სტივო დირბერგს ყველაზე ჭუჭყიანი საქმის კეთება უწევთ, რათა მოგზაურობისას სატრანსპორტო ხარჯები დაფარონ და საკვებისთვის საჭირო თანხა შეაგროვონ. ამასთან, კარტელის თქმით, მოგზაურობის წინ მან მთელი ქონება გაყიდა.
წყვილს ხშირად ტუალეტების წმენდა და ჭურჭლის რეცხვა უწევს, რომ დღიდან დღემდე თავი გაიტანონ უცხო ქალაქში.
"მოგზაურობის მანძილზე მე და სტივომ 130-ზე მეტი ტუალეტი დავასუფთავეთ, 60-ზე მეტი საწოლი დავალაგეთ და აურაცხელი ოდენობის ჭურჭელი გავრეცხეთ", - ჰყვება მოგზაური გოგონა. გაგრძელება