ლეგენდა, რომელიც ჩინეთში ახალი წლის დადგომას უკავშირდება - ზოდიაქოს რომელ ნიშნებს გაუმართლებთ 2017 წელს - Marao

ლეგენდა, რომელიც ჩინეთში ახალი წლის დადგომას უკავშირდება - ზოდიაქოს რომელ ნიშნებს გაუმართლებთ 2017 წელს

2017-01-28 12:06:08+04:00

ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ჩინური ახალი წლის შესახებ წერს და ზოდიაქოს ნიშნებს რჩევებს აძლევს:

"რა პრინციპებს ეფუძნება აღმოსავლური ახალი წლის დადგომა, მოდით უფრო დაწვრილებით ავხსნი. ზამთრის მზებუდობის მერე, რიგით მეორე ახალმთვარეობა, ჩინური კალენდრით ახალი წლის ათვლის მომენტად მიიჩნევა. ეს დღე შესაძლოა მერყეობდეს 12 იანვრიდან 19 თებერვლის ჩათვლით პერიოდში. წლევანდელი ახალი წელი, როგორც ვთქვით, 28 იანვარს ღამის 4:06-ზე დადგება.

თურმე, უხსოვარ დროში, ერთ-ერთ ჩინურ პროვინციაში ცხოვრობდა ცეცხლისმფრქვეველი ურჩხული, რომელსაც მთელი წელი ეძინა, მაგრამ წელიწადში ერთხელ, ზამთრის მზებუდობის მეორე ახალმთვარეზე ის იღვიძებდა და არემარეს თავზარს სცემდა. მისი შიშით მოსახლეობა ახლომახლო სოფლებიდან მთებში იხვეწებოდა ხოლმე. ერთხელაც, სოფელში საიდანღაც მოხეტიალე ბერიკაცი მოვიდა და თავშესაფარი ითხოვა. მაგრამ მისთვის არავის ეცალა, რადგან სადაცაა ურჩხულს უნდა გაჰღვიძებოდა და ყველანი გასახიზნად ემზადებოდნენ. მოხუცსაც ურჩიეს წასულიყო სოფლიდან და მოსალოდნელი საფრთხის შესახებ გააფრთხილეს. მაგრამ მან მხოლოდ გაიღიმა და... დარჩა. გაგრძელება