ყველა ქალს სურს იდეალურად გამოიყურებოდეს, მაგრამ დღესასწაულების შემდეგ მრავალი ამჩნევს ზედმეტი კილოგრამების მომატებას.
ამ მარტივი რჩევებით შეძლებთ მოხდენილად გამოიყურებოდეთ.
კომპლექტი ერთ ტონში
ერთი ფერის სამოსი ვიზუალურად აგრძელებს ფიგურას. შეარჩიეთ ერთი ფერის კოლგოტი და ფეხსაცმელი, რომელიც "დაგიგრძელებთ" ფეხებს, სიმაღლეში "გაგზრდით", ავტომატურად გამხდარსაც წარმოგაჩენთ.
სწორად შერჩეული სამოსი
ნუ ჩაიცვამთ უფორმო ნაქსოვ სვიტრებს, კარდიგანი პიჯაკით ჩაანაცვლეთ. უპირატესობა კი კლასიკურ, ტანში გამოყვანილ კაბებს მიანიჭეთ.
მასიური სამკაულები
მსხვილი აქსესუარების ფონზე სახის ნაკვთები, სახის ოვალი და ფორმები მცირე ზომის გამოიყურება.
გადამრჩენელი აქსესუარები
დიდი ზომის ჩანთა, მსხვილ გვერდებს დაგიფარავთ, ფართე ქამარი კი წელს "დაგიწვრილებთ".
სუპერშარფი
ქალის გარდერობის აუცილებელი აქსესუარია. იდეალურია სხეულის კორექციისთვის. გრძელი შარფი ვიზუალურად "დაგაგრძელებთ" და დაგიფარავთ იმ ადგილებს, რომელთა გახდომაც გსურთ.