ცოლქმრულ ცხოვრებაში არის ეტაპები, როცა ქმარს თავიდან უნდა შეაყვაროთ თავი. ეს წლებია 30-35, 40-45 და 50-55 ხოლო თუ როგორ, ამას ახლავე აგიხსნით.
პირველი საშუალება
მამაკაცისთვის მნიშვნელოვანია სექსუალური სტატუსი. კარგი დიასახლისი, სახლში სისუფთავე მისთვის მეორეხარისხოვანია. მთავარია, სექსი! მიახვედრეთ ქმარი, რომ ის გსურთ.
მეორე საშუალება
ქალებზე მეტად კომპლიმენტები მამაკაცებს უყვართ. შეაქეთ თქვენი ქმარი მცირედის გამოც კი და ნუ დაიშურებთ კომპლიმენტებს.
მესამე საშუალება
გაიჩინეთ რამდენიმე თაყვანისმცემელი, მეგობარი. მიახვედრეთ თქვენი ქმარი, რომ უცხო მამაკაცებისთვის ისევე საინტერესო ხართ, როგორც წლების წინ. და რომ თქვენთან საუბრის თემა მხოლოდ საბავშვო თემები და პროდუქტების ფასები არაა.
მეოთხე საშუალება
გაიზიარეთ ქმრის ჰობი. თუ ის ფეხბურთის (რაგბის) მოყვარულია, მასთან ერთად დაესწარით თამაშებს, უგულშემატკივრეთ მის საყვარელ გუნდს.
მეხუთე საშუალება
შეიცვალეთ ვარცხნილობა (თმის ფერი მაინც), ჩაცმის სტილი. განახლდით და მიეცით თქვენს ქმარს უფლება თავიდან შეგიყვაროთ.
მეექვსე საშუალება
ქმრისგან 2-3 კვირით შორს გაემგზავრეთ. მან უთქვენოდა უნდა იგრძნოს; თქვენი ნახვა, შეხება, თქვენი კერძები უნდა მოენატროს. ამ პერიოდში თქვენი ქმარი მიხვდება, რომ უთქვენოდ ცუდადაა და კიდევ უფრო მეტად მოგეჯაჭვებათ.