სლოვენიის სამხრეთ-აღმოსავლეთში, რომელიც მაშინ ომით მოცული იუგოსლავიის ნაწილი იყო, კნაუსების ოჯახში 1970 წელს გოგონა დაიბადა.
გოგონას მელანია დაარქვეს... ოჯახი ქალაქ სევნიცაში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში ცხოვრობდა. მომავალი პირველი ლედი დებთან ერთად იზრდებოდა.
მამამისი აქტიური კომუნისტი გახლდათ. იმ დროს, სლოვენიელების მხოლოდ 5% იყო კომუნისტური პარტიის წევრი და მიუხედავად იმისა, რომ მამა თავის პოლიტიკურ საქმიანობას არ აფიშირებდა, ეს თვალნათელი იყო მეზობლებისა და ნათესავებისთვის. იუგოსლავიის მოქალაქეების საკმაოდ მოკრძალებულ ცხოვრებასთან შედარებით, კნაუსების ოჯახი ფუფუნებაში ცხოვრობდა.
სახლი, სადაც მელანია გაიზარდა
მელანიას მამას საავტომობილო ნაწილების მცირე ბიზნესი ჰქონდა, დედა კი ტექსტილის ფაბრიკაში მკერავად მუშაობდა.
უკვე 5 წლის ასაკში მელანია და მისი და ინესი სახელმწიფო მნიშვნელობის შეხვედრებში იღებდნენ მონაწილეობას.
მელანია და ინესი დედაქალაქში ჩაიყვანეს და ასაფრენ ბილიკზე მარშირება დაავალეს პარტიის მაღალი თანამდებობის პირების წინაშე, ფაბრიკის მუშების სხვა შვილებთან ერთად. გაგრძელება + ფოტო