შესაძლოა, ამის შესახებ აქამდე არაფერი იცოდით, თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება.
დასახელებული ვარსკვლავების მშობლები ნამდვილი დამნაშავეები გახლდათ, რისთვისაც სასჯელიც მოიხადეს.
ლეიტონ მისტერი - 35 წლის. მომღერალი/მსახიობი
ლეიტონის მშობლები, კონი და დუგ მისტერები იამაიკიდან აშშ-ში მარიხუანის კონტრაბანდას ეწეოდნენ. დაპატიმრების დროს, მომავალი მსახიობის დედა ორსულად იყო და ფეხმძიმობის დიდი ნაწილი ტეხასის ციხეში გაატარა, სადაც ლეიტონი დაიბადა. კონი მისტერს 10-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, თუმცა გარემოებების გათვალისწინებით, დროზე ადრე გაათავისუფლებს. მანამდე კი ლეიტონს ბებია ზრდიდა.
ვუდი ჰარელსონი - 55 წლის. მსახიობი
მსახიობის მამა, ჩარლზ ჰარელსონიც ცნობილი პირი იყო, თუმცა კრიმინალურ სფეროში. ჰარელსონ უფროსს რაიონული სასამართლოს მოსამართლის მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი (მანამდე, შეკვეთილი მკვლელობისთვის, მას ციხეში კიდევ 5 წელი ჰქონდა გატარებული). 20 წლის შემდეგ ქილერმა ციხიდან გაქცევა სცადა, რის გამოც ის მაქსიმალურად მკაცრი რეჟიმის მქონე საპყრობილეში გადაიყვანეს. 2007 წელს ჰარელსონი ციხეში გარდაიცვალა.
ტობი მაგუაირი - 41 წლის. მსახიობი
მსახიობის მამამ, ვინსენტ მაგუაირმა ბანკის გაძარცვისთვის ციხეში 2 წელი გაატარა. დანაშაულის ჩასადენად მარტო და უნიღბოდ წასული კაცი, ბანკის გაძარცვიდან 1 საათში დააკავეს. დაკითხვაზე მან აღიარა, რომ ეს ნაბიჯი სასოწარკვეთილებამ გადაადგმევინა. მისი და სიკვდილის პირას იყო. მას ორი შვილი რჩებოდა, მათი რჩენის საშუალება კი არ ჰქონდა. განაგრძეთ კითხვა